ქობულეთის გამგეობა 2012 წელს მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 1 211 570 ლარს დახარჯავს. სოციალური პროგრამა სტიქიით დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციასა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ Guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
"მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში სოფელ კვირიკეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც 11 ოჯახი შესახლდება. პროექტის შესაბამისად ორსართულიან შენობაში ჩაისმება კარ-ფანჯრები, დამონტაჟდება კომუნალური გაყვანილობები და გარემონტდება საცხოვრებელი ფართები, ასევე შენობა ახალი თუნუქით გადაიხურება.
აღნიშნული სოციალური პროგრამით კიდევ 144 დაზარალებული ოჯახი ისარგებლებს. მათ შორის 134 საცხოვრებელი სახლის აღდგენა-რეაბილიტაცია მოხდება, ხოლო 14 ოჯახზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის კომპენსაციები ეტაპობრივად გაიცემა", – აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.