ჟურნალ Forbes-ის რუსულმა გამოცემამ კურორტი ბაკურიანი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ადგილების იმ საუკეთესო ათეულში შეიყვანა, სადაც აქტიური საზაფხულო დასვენებაა შესაძლებელი.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ქართული კურორტი ბაკურიანი თრიალეთის ქედის ჩრდილოეთის ფერდობზე მდებარეობს. მოსკოვიდან იქ ჩასვლა კი თბილისის გავლითაა შესაძლებელი, რაც მგზავრს 30 000 რუბლი დაუჯდება. ხოლო ადგილზე სასტუმროს დაქირავება 18 000 რუბლი. დინამიური დასვნებისთვის კი აქ ბევრი შესაძლებლობაა. მათ შორის დასახელებულია საფეხმავლო სამთო ტურიზმი, კოხტას მთაზე (2 155 მ) ასვლა, რაფტინგი და პარაპლანით ფრენები. სამთო ველოსიპედის მოყვარულთათვის კი პოპულარულია ცხრაწყაროს უღელტეხილის გავლით მიმავალი მარშრუტი – ლამაზი პეიზაჟებით, წიფლის ტყეებითა და ალპური მდელოებით. ამ ადგილების რომანტიკულობა ასევე შეიძლება შეიგრძნოთ ტაბაწყურის ტბაზე, სადაც ტურისტებს თევზაობა და ნადირობაც შეუძლიათ. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბაკურიანში დასვენებისთვის საჭირო ბიუჯეტი 55 590 რუბლია (დაახლოებით, 2 067 ლარი).
პოპულარული საზაფხულო კურორტების სიაში ჟურნალ Forbes-ის რუსულ ვერსიას ასევე შეყვანილი აქვს ყაზახეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, უკრაინის, ავსტრიის, ესპანეთის, საფრანგეთის და შვეიცარიის კურორტები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.