გიორგი კვირიკაშვილმა ხარაგაულის მცხოვრებლებს "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი წარუდგინა
20-07-2016, 06:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ვართ ადამიანური სახის მქონე ხელისუფლება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ხარაგაულში, სადაც მან ადგილობრივ მოსახლეობას ხარაგაულისა და ბაღდათის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი წარუდგინა.

 

 

”დღეს წარმოგიდგენთ ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს. კობა ლურსმანაშვილი გახლავთ აქაური კაცი, თქვენიანი. ყველაზე კარგად იცის, თქვენი ტკივილი და სიხარული. ის იქნება ყველაზე კარგი და ხმამაღალი თქვენი ხმა საქართველოს პარლამენტში. მინდა ყველა თქვენგანი დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მთავრობისთვის თოთოეული ადამიანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მისი ტკივილი, მისის სიხარული. ჩვენ ვართ ადამიანური სახის მქონე ხელისუფლება. ჩვენ ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში რაც შევძელით, ყველაზე მთავარი იყოს ის, რომ თავისუფლება მივეცით თითოეულ ადამიანს საქართველოში, მოვსპეთ ხელისუფლების შიში, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად იყო პრობლემა.

 

 

მაქსიმალურად მოვეფერეთ ადამიანებს, რაც კი შევძელით, განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრებლებს იმ პროგრამებით, რომლებიც ჩვენ დავიწყეთ - სოფლის მეურნეობის წახალისების პროგრამები, ჯანდაცვის პროგრამა. ყველა ჩვენგანმა საკუთარ გულში ჩავიხედოთ, მართლაც არის თუ არა ის მნიშვნელოვანი, რომ დღეს ადამიანს აღარ უწევს სახლის დაგირავება, სესხის აღება იმისთვის, რომ საკუთარი თუ საკუთარი ოჯახის წევრის სიცოცხლე გადაარჩინოს. დამეთანხმებით, რომ ეს ბევრს ნიშნავს, მაგრამ ეს არის შორს ჯერ კიდევ იმისგან, რაც ჩვენ გვინდა ჩვენი მოსახლეობისთვის”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი