ჩვენ რეფორმებს გავაგრძელებთ იმისთვის, რომ თითოეულ ოჯახში მივიდეს სიკეთე, სიმშვიდე და შესაძლებლობა იმის, რომ არ იფიქროს ელემენტარულ რაღაცეებზე, როგორც ეს სამწუხაროდ, დღეს ჯერ კიდევ არის, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ხარაგაულში გააკეთა, სადაც მან მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ხარაგაულისა და ბაღდათის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კობა ლურსმანაშვილი წარუდგინა.
”ახლა ჩვენ გვაქვს ახალი, ძალიან ამბიციური, სწრაფი განვითარების გეგმები იმისთვის, რომ ეს თავისუფლება, რომელიც ჩვენ თქვენთან ერთად ერთობლივი ბრძოლით მოვიპოვეთ, გარდავქმნათ თითოეული თქვენგანისა და თითოეული ქართული ოჯახის კეთილდღეობად. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამის მიღწევისთვის ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო, კონკრეტული გეგმა. ეს ეხება განათლების სისტემის რეფორმას, იმისთვის, რომ ახალგაზრდები სწავლობდნენ იმ პროფესიას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა დამთავრებისთანავე მათ სამუშაო ადგილი ჰქონდეთ. ეს ეხება პროფესიული განათლების პროგრამას იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა, თუ საშუალო ასაკის ადამიანებმა სწრაფი გადამზადება გაიარონ და დღეს მოთხოვნად პროფესიებზე დასაქმდნენ. ეს ეხება ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას ინფრასტრუქტურული კუთხით და გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, რომ 4 წლის განმავლობაში - 2020 წლის ბოლომდე ჩვენ დავასრულოთ ყველა სატრანზიტო მაგისტრალი და ძირითადი გზები, რომლებიც რაიონულ ცენტრებთან თუ ტურისტულ მიმზიდველ ადგილებთან დაგვაკავშირებს. ეს არის ასევე მმართველობითი რეფორმა, რომელიც მთავრობას გახდის მომსახურებაზე ორიენტირებულს. ეს არის ასევე ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც უკვე დავიწყეთ. პარლამენტმა მიიღო უკვე საწყისი პაკეტი კანონმდებლობის”, - განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება.
ჩვენ გვინდა ის, რომ სახლში მისულ ქართველ კაცს დახვდეს ოჯახი, შვილი, რომელიც ეტყვის, რომ დედამ ახალი ჩანთა უყიდა, სამზარეულოდან გამოდიოდეს სადილის სასიამოვნო სუნი. იყოს სიმშვიდე. ადამიანებმა აღარ იცხოვრონ და ისუნთქონ პოლიტიკით. აღარ უყურებდნენ იმას, თუ როგორ ჭამენ პოლიტიკოსები ერთმანეთს ყოველ საღამოს და იყოს ის, რომ ადამიანებმა იცხოვრონ მომავლით, გაიხარონ ცხოვრებით და არ იყვნენ მთლიანად დაკავებულები იმითი, თუ ვინ აჯობებს მოწინააღმდეგეს პოლიტიკურ დებატებში და რომელი უფრო მეტ შეურაცხყოფას მიაყენებს მეორეს. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ქვეყანა დამშვიდდეს. ჩვენ შევძელით, რომ ბოლო პერიოდში დაგვემშვიდებინა, აღარ არის ის პოლიტიკური ტემპერატურა, რაც ადრე იყო, ახლა ჩვენი მიზანია, რომ სწრაფი განვითარება ვუზრუნველყოთ და ამისთვის ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პროგრამა”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.