თურქეთში 99 გენერალსა და ადმირალს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს, მეცნიერებს კი ქვეყნიდან გასვლა აეკრძალათ
20-07-2016, 08:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთმა 99 გენერალსა და ადმირალს გასული კვირის სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

ხელისუფლებამ ყველა მეცნიერს საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალა, რადგანაც სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული იმ ადამიანების სამსახურებიდან დათხოვნის პროცესი ისევ გრძელდება, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან წარუმატებელ სამხედრო გადატრიალებასთან კავშირში.

 

 

50 000-ზე მეტი ადამიანი უკვე დაპატიმრებულია, დათხოვნილია სამსახურებიდან ან შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება.

 

 

1577 უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებს თანამდებობების დატოვებისკენ მოუწოდა მთავრობამ, ამასთან ერთად, გადადგომა მოსთხოვეს 21 000 პედაგოგსა და განათლების სამინისტროში მომუშავე 15 000 ოფიციალურ პირს.

 

 

დაპატიმრებულთა შორის, არის 6 000–სზე მეტი ჯარისკაცი, მათ შორის გენერლები და მაღალი რანგის ოფიცრები, პოლიციის 100 ოფიცერი, 755 მოსამართლე და პროკურორი და 650 სამოქალაქო პირი.

 

 

 

 

 

ერდოღანმა საგანგებო შეხვედრა ეროვნული უშიშროების საბჭოსთან გადადო და მოელიან რომ გადადების მიზეზებზე, დამატებითი ინფორმაცია დღეს გავრცელდება. პრეზიდენტი ანკარაში მის ერთგულ სამხედრო მეთაურებსა და კაბინეტის წევრებს ხვდება.

 

 

ორშაბათს უსაფრთხოების სამსახურის მაღალი რანგის ოფიცერმა ახალი ამბების სააგენტო "როიტერსს" განუცხადა, რომ პოლიციის 8 000 ოფიცერი, მათ შორის ისინი ვინც ანკარასა და უდიდეს ქალაქ სტამბულში მუშაობდნენ, არშემდგარ სახელმწიფო გადატრიალებაში ჩართულობის ბრალდებით თავიანთი პოსტებიდან გადააყენეს.

 

 

უფლებამოსილება შეუჩერდა ფინანსთა სამინისტროს დაახლოებით 1 5000 ოფიციალურ პირს. თურქული CNN –ის ცნობით კი, 30 გუბერნატორი და საჯარო სამსახურის 50–ზე მეტი მაღალი რანგის მოხელე ასევე დათხოვნილია სამსახურებიდან, 3 მილიონზე მეტ საჯარო მოხელეს კი ყოველწლიური შვებულების აღების პროცესი შეუჩერდა, ხოლო 3 000–სზე მეტ მოსამართლეს და პროკურორს სამსახური დაატოვებინეს.     

 

 

მასობრივი წმენდა მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, სადაც 9 000 თანამშრომელი უკვე გაათავისუფლეს. 

 

  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი