პეტრო პოროშენკო პაველ შერემეტის მკვლელობის საქმეში უცხოური ინტერესების არსებობას არ გამორიცხავს
20-07-2016, 09:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ჟურნალისტის პაველ შერემეტის მკვლელობის საქმეში უცხოური ინტერესების არსებობას არ გამორიცხავს.

 


პრეზიდენტმა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ შერემეტის მკვლელობა შესაძლოა, უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით იყოს ორგანიზებული.

 


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პაველ შერემეტს უწოდეს „უკრაინაში შექმნილი სისტემის მორიგი მსხვერპლი“.

 


BBC კი წერს, რომ გამოძიება ჟურნალისტის მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად „რუსულ კვალს“ განიხილავს.

 

 

მომხდარს მსოფლიო ლიდერების მხრიდან უკვე მოჰყვა გამოხმაურებები.

 

 

თავდასხმა თავისუფალ მედიაზე - ასე ეხმაურება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი უკრაინაში ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტს. პედრო აგრამუნტმა განცხადება სოციალურ ქსელ Twitter-ში ცოტა ხნის წინათ გამოაქვეყნა.

 

 

"ეს არის თავდასხმა მედიის თავისუფლებაზე! აუცილებელია მოხდეს მომხდარის გამოძიება და დამნაშავე პირების დასჯა,"- წერს პედრო აგრამუნტი.

 

 

მომხდარი დაგმო მედიის საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა, დუნია მილატოვიჩმა. Twitter-ის სოციალურ ქსელში მან პაველ შერემეტის მკვლელობას საზარელი ამბავი უწოდა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა.

 

 

Twitter- ში გამოეხმაურა კიევში მომხდარ აფეთქებას ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი. ლინას ლინკევიჩოსმა მკვლელობას შოკისმომგვრელი უწოდა.

 

 

განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმაც. დიმიტრი პესკოვის თქმით, კრემლი მომხდარით შეშფოთებულია.

 

 

ავტომობილი, რომელშიც Украинская Правда-ს თანამშრომელი პაველ შერემეტი იმყოფებოდა, კიევის ცენტრში აფეთქდა.

 

 

სამართალდამცავების ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი