პოლიციის განცხადებით, მას ბრიუსელში ალყაში ჰყავს მოქცეული მამაკაცი, რომელიც საეჭვოდ იქცეოდა და ეცვა ზამთრის ქურთუკი, საიდანაც წამოშვერილი მავთულები ჩანდა.
BBC-ის ცნობით, ბელგიის დედაქალაქის ცენტრში, დელამონას სიახლოვეს პოლიციის მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს. ახლომდებარე მაღაზიებიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო რამდენიმე ქუჩა კი ჩაიკეტა. ამ ადგილზე გადაღებული ფოტოდან ჩანს, რომ მამაკაცი მუხლებზე დგას და ხელები მაღლა აქვს აწეული. პოლიციელებს კი მისი მიმართულებით იარაღი აქვთ დამიზნებული.
პოლიციის განცხადებით, მათ ეჭვმიტანილი "კონტროლის ქვეშ ჰყავთ მოქცეული", მაგრამ ის ჯერ არ დაუპატიმრებით.
"ჩვენ მივიღეთ ზარი იმის თაობაზე, რომ ვიღაც საეჭვოდ მოქმედებდა. ის, რომ ვიღაცა ცივი ზამთრის ქურთუკს ასეთ ცხელ ამინდში ატარებს, ძალიან საეჭვოა და ამ ქურთუკიდან ასევე მავთულები იყო გამოშვერილი", - განუცხადა ბელგიურ ტელევიზიას ბრიუსელის პოლიციის წარმომადგენელმა, ქრისტიან დე კონინკმა.
"ჩვენ ახლა ველოდებით უფრო მეტ ინფორმაციას ბომბის ადგილმდებარეობის შესახებ", - აღნიშნა მან.
შუადღისას ბრიუსელში 30 გრადუსი ცელსიუსით ტემპერატურა იყო. ინციდენტი ბელგიის ეროვნული დღესასწაულის წინა დღით ხდება. ბრიუსელში კი სადღესასაწაულო ღონისძიების გამო, უსაფრთხოების მაქსიმალური ზომებია მიღებული. მიმდინარე წლის დასაწყისში, ბრიუსელში მომხდარი თავდასხმებისას 32 ადამიანი დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.