გერმანიის შს მინისტრის გაფრთხილება: გერმანია მზად უნდა იყოს "მარტოხელა მგლების" მხრიდან შემდგომი თავდასხმებისთვის
20-07-2016, 10:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანია მზად უნდა იყოს შემდგომი თავდასხმებისთვის, რომელსაც მცირე ჯგუფები და რადიკალიზებული "მარტოხელა მგლები" განახორციელებენ, - აღნიშნული განცხადება BBC-ის ცნობით, გერმანიის შს მინისტრმა, თომას დე მაიზირმა გააკეთა.

 

 

მინისტრმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც გერმანიის სამხრეთით, ვუერზბურგში სამგზავრო მატარებელში 17 წლის ავღანელმა ლტოლვილმა მგზავრებს დაზიანებები მიაყენა.

 

 

აღნიშნული ინციდენტისას 5 ადამიანი დაიჭრა, რომელთა შორისაც 2 კრიტიკულ მდგომარეობაშია. თავდამსხმელი, რომელიც გერმანიაში 2015 წელს თანმხლების გარეშე ჩავიდა როგორც მიგრანტი და რომელსაც მატარებელში თავდახმისას დანა და ნაჯახი ეკავა, პოლიციის მიერ ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული.

 

 

ვიდეოში რომელიც გავრცელდა, იგი აცხადებდა, რომ ის იყო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი