ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენასა და პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვისას "შედეგზე ორიენტირებული" პერსპექტივის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
როგორც ირაკლი ღარიბაშვლმა აღნიშნა, რუსეთთან დიალოგისა აღდგენა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო. მისივე თქმით, საქართველომ კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგა, რასაც რუსეთის მხრიდან ადეკვატური პასუხი არ მოჰყოლია.
საერთაშორისო ფორუმის ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან ე.წ მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთს და ე.წ სამხრეთ ოსეთს საქართველოს გარეშე მომავალი არ გააჩნიათ.
რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის საკითხს, პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის მოლაპარაკებებისთვის, რომელსაც კარგი მომზადება სჭირდება.
“თუმცა, შეხვედრა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული,”-განაცხადა პრემიერმა. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული კურსი შეუქცევადია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.