პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტზე კახა კახიშვილის ან ირაკლი სესიაშვილის კანდიდატურების შესაძლო დასახელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნულ პოსტზე კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები გრძელდება. თუმცა, მან განსახილველი კანდიდატების ვინაობის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა.
„გრძელდება კონსულტაციები, მაგრამ არა ამ ორ კანდიდატთან დაკავშირებით. ირაკლი სესიაშვილი არის ღირებული იქ, სადაც ის მოღვაწეობს. სავარაუდოდ, ის იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი. რაც შეეხება კახა კახიშვილს, ის არის ძალიან კარგი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი და ვფიქრობ, მისი გამოცდილება არის ძალიან ღირებული იქ, სადაც დღეს მუშაობს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.