თურქეთის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - "შეიარაღებული ძალების შიგნით ყველანაირი ვირუსი გასუფთავებული იქნება"
21-07-2016, 00:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის პრეზიდენტმა პარასკევის სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 


ანკარაში პრეზიდენტის სასახლეში საუბრისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღთქმა დადო, რომ "სამხედრო შეიარაღებული ძალების შიგნით ყველანაირი ვირუსი გასუფთავებული იქნება".

 


როგორც BBC წერს, დეკლარაცია გამოყენებული იქნება წარუმატებელი სამხედრო გადატრიალებისთვის დაკავებული, დაახლოებით 10 000 ადამიანის პატიმრობრის გახანგრძლივებისთვის.

 


პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 600 –სზე მეტი სკოლა დაიხურა და სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ათიათასობით ადამიანი სამსახურებიდან გათავისუფლდა, ნაწილს კი უფლებამოსილება შეუჩერდა.

 


"ეს ზომები არანაიარად არ არის დემოკრატიის, კანონის და თავისუფლების წინააღმდეგ", განაცხადა ერდოღანმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ. მან ქება–დიდება შეასხა მათ, ვინც გადატრიალების მცდელობაში მონაწილეების წინააღმდეგ ბრძოლისას დაიღუპნენ, როგორც "წამებულები". მთავრობის თანახმად, გადატრიალების მცდელობისთვის წინააღმდეგობის გაწევისას 246 ადამიანი დაიღუპა.

 

 

ერდოღანმა განცხადებები მისი კაბინეტის წევრებთან და ეროვნული უშიშოროების საბჭოსთან გამართული სხდომების შემდეგ გააკეთა.

 


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა ერდოღანის სიტყვას უპასუხა და დაჟინებით მოუწოდა თურქეთის მთავრობას შეინარჩუნოს როგორც კანონის უზენაესობა, ასევე პროპორციულობის გრძნობა მის სამხედრო გადატრიალების მცდელობის საპასუხო ქმედებებში.

 

 

"მხოლოდ დამტკიცებადი ჩართულობა არაკანონიერ ქმედებებში და არა ეჭვმიტანილი პოლიტიკური მიდრეკილებები უნდა განაპირობებდეს სამთავრობო ქმედებას", – განაცხადა შტაინმაიერმა.

 


"ასევე გადამწყვეტია, რომ საგანგებო მდგომარეობის დეკლარაცია იყოს ნამდვილად დროის საჭირო პერიოდში და საგანგებო ზომები დასრულდეს რაც შეიძლება მალე".

 

 

თურქეთმა 99 გენერალსა და ადმირალს გასული კვირის სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 


ხელისუფლებამ ყველა მეცნიერს საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალა, რადგანაც სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული იმ ადამიანების სამსახურებიდან დათხოვნის პროცესი ისევ გრძელდება, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან წარუმატებელ სამხედრო გადატრიალებასთან კავშირში.

 

 



50 000-ზე მეტი ადამიანი უკვე დაპატიმრებულია, დათხოვნილია სამსახურებიდან ან შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება.

 

 

1577 უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებს თანამდებობების დატოვებისკენ მოუწოდა მთავრობამ, ამასთან ერთად, გადადგომა მოსთხოვეს 21 000 პედაგოგსა და განათლების სამინისტროში მომუშავე 15 000 ოფიციალურ პირს.

 


დაპატიმრებულთა შორის, არის 6 000–სზე მეტი ჯარისკაცი, მათ შორის გენერლები და მაღალი რანგის ოფიცრები, პოლიციის 100 ოფიცერი, 755 მოსამართლე და პროკურორი და 650 სამოქალაქო პირი.

 

 

ორშაბათს უსაფრთხოების სამსახურის მაღალი რანგის ოფიცერმა ახალი ამბების სააგენტო "როიტერსს" განუცხადა, რომ პოლიციის 8 000 ოფიცერი, მათ შორის ისინი ვინც ანკარასა და უდიდეს ქალაქ სტამბულში მუშაობდნენ, არშემდგარ სახელმწიფო გადატრიალებაში ჩართულობის ბრალდებით თავიანთი პოსტებიდან გადააყენეს.

 

 

 


უფლებამოსილება შეუჩერდა ფინანსთა სამინისტროს დაახლოებით 1 5000 ოფიციალურ პირს. თურქული CNN –ის ცნობით კი, 30 გუბერნატორი და საჯარო სამსახურის 50–ზე მეტი მაღალი რანგის მოხელე ასევე დათხოვნილია სამსახურებიდან, 3 მილიონზე მეტ საჯარო მოხელეს კი ყოველწლიური შვებულების აღების პროცესი შეუჩერდა, ხოლო 3 000–სზე მეტ მოსამართლეს და პროკურორს სამსახური დაატოვებინეს.

 

 

მასობრივი წმენდა მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, სადაც 9 000 თანამშრომელი უკვე გაათავისუფლეს.

 

 

დაძაბულობა თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ფეთჰულა გიულენის გადაცემის საკითხზე

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რამდენიმე დღის წინათ მოუწოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაქ ობამას, დააპატიმროს სასულიერო პირი ფეტჰულაჰ გიულენი ანდა მოახდინოს მისი თურქეთში დეპორტირება, რათა მას წარედგინოს ბრალი სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის.

 

 

მან თქვა, რომ თუკი შეერთებული შტატები და თურქეთი ნამდვილად სტრატეგიული მოკავშირეები არიან, მაშინ ამერიკის პრეზიდენტი უნდა დაეხმაროს ერდოღანს პენსილვანიაში დევნილობაში მყოფი იმამის გადმოცემის საკითხში.

 

 

ერდოღანის თქმით, შეერთებულმა შტატებმა უნდა ითანამშრომლოს მის მოთხოვნებთან და აღნიშნა, რომ თურქეთმა ამერიკელი ოფიციალური პირების მოთხოვნის საფუძველზე ვაშინგტონს ტერორისტები გადასცა. როგორც კი „ტერორის მეთაური“ გადასახლების ადგილიდან მოცილებული იქნება, განაცხადა ერდოღანმა, თურქეთს ნამდვილი ცვლილება ექნება.

 

 

ერდოღანის აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ქვეყნიდან განდევნილ სასულიერო პირს, ფეტულაჰ გიულენს გვერდით დაუდგება, თურქეთის მტრად ჩაითვლება.

 

 

გიულენმა „უმკაცრესი ტერმინებით დაგმო სამხედრო გადატრიალების მცდელობა“ და „კატეგორიულად“ უარყო მასში ნებისმიერი ჩართულობა. „მთავრობა უნდა იმარჯვებდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით და არა ძალით“, - განაცხადა 75 წლის სასულიერო პირმა, რომელიც ერთ დროს ერდოღანის უახლოესი მოკავშირე იყო, ჟურნალისტებისთვის მიცემულ იშვიათ ინტერვიუში კი აღნიშნა: "ახლა თურქეთი დემოკრატიის გზაზეა და ის უკან ვეღარ დაბრუნდება". გიულენმა ასევე თქვა, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალება შესაძლოა ერდოღანის რეჟიმის მიერ იყოს "ინსცენირებული".

 

 

(ფეთჰულაჰ გიულენი მის საცხოვრებელ სახლში, აშშ, პენსილვანია)

 

ილდირიმმა და პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა გიულენს, რომელიც შეერთებულ შტატებში, ცენტრალურ პენსილვანიაში განმარტოებულ სახლში ცხოვრობს, ბრალი დასდეს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე სამხედრო ჯგუფთან ორკესტრირებულად მოქმედებაში. მათ თქვეს, რომ გიულენმა სასამართლოში, მედიასა და არმიაში „პარალელური სტრუქტურა“ შექმნა.

 

 

აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქი სასულიერო პირის, ფეტჰულა გიულენის თურქეთში ექსტრადირების საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, თუკი თურქული მხარე ფორმალურად მიმართავს ფაშინგტონს აღნიშნულის თაობაზე და წარმოადგენს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში გიულენის რაიმე ფორმით ჩართულობის სამხილებს.

 


სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე პრესმდივანმა, მარკ ტონერმა განაცხადა, რომ აშშ-ს თურქეთისგან ფორმალური მოთხოვნა ექსტრადიციის თაობაზე არ მიუღია. ჟურნალისტის კითხვაზე – ამბობთ რომ არ მიგიღიათ ფორმალური მოთხოვნა, მაგრამ მთავრობამ [თურქეთის] ფაქტობრივად განგიცხადათ რომ მას განზრახული აქვს მოთხოვნის გაკეთება და ის წარმოადგენს სამხილს, რომ ბატონი გიულენი ამ სამხედრო გადატრიალებას საიდუმლოდ ეხმარებოდა – ტონერმა უპასუხა:

 

 

"მე არ მინდა თურქეთის მთავრობის ნაცვლად ვისაუბრო. იმას რასაც მე ვიტყოდი არის ის, რომ სახელმწიფო მდივანმა ნათლად დაადასტურა, რომ ის და ჩვენ, შეერთებული შტატები მივესალმებით ფორმალური ექსტრადიციის მოთხოვნას, რომელიც ჩვენი რწმენით, სამხილებით იქნება გამაგრებული....როგორც თქვენ იცით, ექსტრადიციის პროცესი არ არის ის საკითხი, რაზეც შეიძლება ღიად და საჯაროდ ვისაუბროთ. ფაქტობრივად, ჩვენ საჯაროდ არ მივმართავთ ექსტრადიციის თხოვნებით. ამ შემთხვევაში, ჩვენ გამონაკლისი დავუშვით იმ საჯარო რიტორიკიდან გამომდინარე, რაც არსებობს მოცემულ საკითხზე. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ფორმალური თხოვნა არ მიგვიღია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ესქტრადიციის შესახებ შეთანხმება თურქეთთან და კიდვ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მივესალმებით მათი მხრიდან მსგავს თხოვნას, თუკი ის გამყარებული იქნება სამხილით, რომ გიულენი ჩართული იყო სამხედრო გადატრიალების მცდელობაში. კარგად გვესმის, როგორ აღიქვამენ ფეტჰულაჰ გიულენის როლს თურქეთის მთავრობა და ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი. თუმცა, რამდენადაც ჩვენ ვფლობთ ამის შესახებ ინფორმაციას, ის კანონის დაცვით, მშვიდობიანად ცხოვრობს პენსილვანიაში", - განაცხადა ტონერმა.

 

 

ტონერმა იმ შეკითხვის საპასუხოდ კი, რომლის მიხედვითაც – თურქეთის ოფიციოზი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებთან მის მეგობრობას გადახედავს, თუკი გიულენის ექსტრადირებაზე უარს მიიღებს – უპასუხა:

 


"ჩვენ სამხილზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას მივიღებთ იმისდა მიუხედავად, თუ რა იქნება ეს გადაწყვეტილება. ეს არის ის, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია", - განაცხადა ტონერმა.

 

 

შეერთებული შტატები თურქეთის „უკმეხ“ პრეტენზიებს მკაცრად პასუხობს – ჯონ ქერი ტელეფონით მის თურქ კოლეგას ესაუბრა

 

 

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის დაძაბულობამ ესკალაციას მიაღწია იმდენად, რამდენადაც ქვეყნის ლიდერები უკმეხად მოითხოვდნენ ძალადობის ორკესტრირებაში ბრალდებული, შეერთებულ შტატებში ბაზირებული თურქი სასულიერო პირის ფეტჰულაჰ გიულენის ექსტრადირებას. ამის შესახებ „ასოშეითედ პრესი“ წერს.

 

 

სააგენტოს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის ძლიერი მხარდაჭერის შემდეგ, როცა ჩანდა, რომ მისი მთავრობა შეიძლება დაემხოთ, ობამას ადმინისტრაციამ მწვავედ შეუტია მის ნატოელ მოკავშირეს.

 

 

 

 

„საჯარო ინსინუაციები ან მტკიცებები სამხედრო გადატრიალების წარუმატებელ მცდელობაში შეერთებული შტატების ნებისმიერ როლზე სრულიად მცდარი და საზიანოა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის“, -უთხრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ მის თურქ კოლეგას სატელეფონო საუბრისას, რომლის შინაარსსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

 


უფრო ადრე, ლუქსემბურგში ვიზიტისას ქერიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გაითვალისწინოს გიულენის თაობაზე ექსტრადიციის თხოვნა, თუკი თურქეთი წარმოადგენს მის შესახებ სამხილს, რომ იგი უკანონო ქმედებას ეწევა. ერდოღანი დიდი ხანია ბრალს სდებს გიულენს, მის ყოფილ მოკავშირეს, იმაში, რომ იგი მთავრობის ჩამოგდებას ცდილობს, მაგრამ ვაშინგტონს ეს პრეტენზიები არასოდეს მიუჩნევია უდავო მტკიცებულებად, წერს „ასოშეითედ პრესი“.

 


„ჩვენ სრულად მოველით, რომ გიულენის შესახებ შეკითხვები იქნება წამოჭრილი“, – უთხრა ქერიმ რეპორტიორებს. „და, მკაფიოა, რომ ჩვენ ვეპატიჟებით თურქეთის ხელისუფლებას, როგორც ამას ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ, წარმოგვიდგინოს ნებისმიერი ლეგიტიმური სამხილი, რომელიც გაუძლებს კრიტიკულ განხილვას და შეერთებული შტატები მიიღებს და გადახედავს მას და სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებს“. 

 

კომენტარები: 1
#1   Jemal mjavanagze
      
Rrdogans tu unda iyos demokratiuli xelisufleba male unda gaauqmos sagangebo situacia.tu sr gauqmebs eszvirad daujdeba.
21 ივლისი 2016 14:50
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი