გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ პარასკევის სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო სამი თვით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გამოეხმაურა.
მან დაჟინებით მოუწოდა თურქეთის მთავრობას შეინარჩუნოს როგორც კანონის უზენაესობა, ასევე პროპორციულობის გრძნობა მის სამხედრო გადატრიალების მცდელობის საპასუხო ქმედებებში.
"მხოლოდ დამტკიცებადი ჩართულობა არაკანონიერ ქმედებებში და არა ეჭვმიტანილი პოლიტიკური მიდრეკილებები უნდა განაპირობებდეს სამთავრობო ქმედებას", – განაცხადა შტაინმაიერმა.
"ასევე გადამწყვეტია, რომ საგანგებო მდგომარეობის დეკლარაცია იყოს ნამდვილად დროის საჭირო პერიოდში და საგანგებო ზომები დასრულდეს რაც შეიძლება მალე", – განაცხადა შტაინმაიერმა.
თურქეთის პრეზიდენტმა პარასკევის სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო სამი თვით საგანგებო მდგომარეობა ოთხშაბათ საღამოს გამოაცხადა.
ანკარაში პრეზიდენტის სასახლეში საუბრისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღთქმა დადო, რომ "სამხედრო შეიარაღებული ძალების შიგნით ყველანაირი ვირუსი გასუფთავებული იქნება".
როგორც BBC წერს, დეკლარაცია გამოყენებული იქნება წარუმატებელი სამხედრო გადატრიალებისთვის დაკავებული, დაახლოებით 10 000 ადამიანის პატიმრობრის გახანგრძლივებისთვის.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 600 –სზე მეტი სკოლა დაიხურა და სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ათიათასობით ადამიანი სამსახურებიდან გათავისუფლდა, ნაწილს კი უფლებამოსილება შეუჩერდა.
"ეს ზომები არანაიარად არ არის დემოკრატიის, კანონის და თავისუფლების წინააღმდეგ", განაცხადა ერდოღანმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ. მან ქება–დიდება შეასხა მათ, ვინც გადატრიალების მცდელობაში მონაწილეების წინააღმდეგ ბრძოლისას დაიღუპნენ, როგორც "წამებულები". მთავრობის თანახმად, გადატრიალების მცდელობისთვის წინააღმდეგობის გაწევისას 246 ადამიანი დაიღუპა.
ერდოღანმა განცხადებები მისი კაბინეტის წევრებთან და ეროვნული უშიშოროების საბჭოსთან გამართული სხდომების შემდეგ გააკეთა.
თურქეთმა 99 გენერალსა და ადმირალს გასული კვირის სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ხელისუფლებამ ყველა მეცნიერს საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალა, რადგანაც სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული იმ ადამიანების სამსახურებიდან დათხოვნის პროცესი ისევ გრძელდება, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან წარუმატებელ სამხედრო გადატრიალებასთან კავშირში.
50 000-ზე მეტი ადამიანი უკვე დაპატიმრებულია, დათხოვნილია სამსახურებიდან ან შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება.
1577 უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებს თანამდებობების დატოვებისკენ მოუწოდა მთავრობამ, ამასთან ერთად, გადადგომა მოსთხოვეს 21 000 პედაგოგსა და განათლების სამინისტროში მომუშავე 15 000 ოფიციალურ პირს.

დაპატიმრებულთა შორის, არის 6 000–სზე მეტი ჯარისკაცი, მათ შორის გენერლები და მაღალი რანგის ოფიცრები, პოლიციის 100 ოფიცერი, 755 მოსამართლე და პროკურორი და 650 სამოქალაქო პირი.
ორშაბათს უსაფრთხოების სამსახურის მაღალი რანგის ოფიცერმა ახალი ამბების სააგენტო "როიტერსს" განუცხადა, რომ პოლიციის 8 000 ოფიცერი, მათ შორის ისინი ვინც ანკარასა და უდიდეს ქალაქ სტამბულში მუშაობდნენ, არშემდგარ სახელმწიფო გადატრიალებაში ჩართულობის ბრალდებით თავიანთი პოსტებიდან გადააყენეს.
უფლებამოსილება შეუჩერდა ფინანსთა სამინისტროს დაახლოებით 1 5000 ოფიციალურ პირს. თურქული CNN –ის ცნობით კი, 30 გუბერნატორი და საჯარო სამსახურის 50–ზე მეტი მაღალი რანგის მოხელე ასევე დათხოვნილია სამსახურებიდან, 3 მილიონზე მეტ საჯარო მოხელეს კი ყოველწლიური შვებულების აღების პროცესი შეუჩერდა, ხოლო 3 000–სზე მეტ მოსამართლეს და პროკურორს სამსახური დაატოვებინეს.
მასობრივი წმენდა მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, სადაც 9 000 თანამშრომელი უკვე გაათავისუფლეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.