სომხეთის პოლიციამ ერევანში დემონსტრანტები დაარბია
21-07-2016, 02:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიციამ სომხეთის დედაქალაქ ერევანში პოლიციის შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტები დაარბია. ამის შესახებ "სომხეთის სპუტნიკი" იუწყება.

 


ოთხშაბათ საღამოს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. მომიტინგეები მოითხოვდნენ იმ ადამიანების საკვებით უზრუნველყოფას, რომელთაც პოლიციის განყოფილებაში მძევლები ჰყავთ აყვანილი, რადიკალებისთვის პოლიციის შენობაში პროდუქტების შეტანა კი ოპოზიციონერ დეპუტატს ნიკოლ პაშინიანს უნდა უზრუნველეყო, უარის მიღების შემდეგ კი ხალხის ნაკადი შეეცადა კორდონის გარღვევას, რის საპასუხოდაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და მანათობელი ყუმბარები გამოიყენა და ჰაერში გასროლები მოახდინა.

 


ღამით კი მცირე შესვენების შემდეგ პროტესტანტებმა კვლავ დაიწყეს ქვების სროლა სამართალდამცველების მიმართულებით. აქციის მონაწილეების თქმით, მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციამ ერთ–ერთი დემონსტრანტი დააკავა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი