დიდი ბრიტანეთის ნაცვლად, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ესტონეთი გახდება
21-07-2016, 02:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მომავალი წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა დიდი ბრიტანეთის ნაცვლად ესტონეთი გახდება.

 

 

აღნიშნულზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები გუშინ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

 

 

ბერლინში გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე ოფიციალურ მოლაპარაკებებს 2016 წელს არ გამართავს. ამის შესახებ BBC იუწყება.

 

 

ბერლინში საუბრისას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირიდან „გონივრული და დისციპლინირებული გამგზავრების“ უზრუნველყოფა დროს საჭიროებს. მაგრამ მან დარწმუნებით თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროპიდან „განზე არ გადგება“ და სურს „უახლოესი ეკონომიკური კავშირების“ შენარჩუნება.

 

 

მერკელმა აღნიშნა, რომ ორივე მხარემ სურვილი გამოთქვა „ბრიტანეთს საუკეთესო შედეგი ჰქონდეს“, მაგრამ დაჟინებით ისურვა გასვლის ვადებთან დაკავშირებით მეტი სინათლის მოფენა.

 

 

 

 

უფრო ადრე სამხედრო ყარაულის თანხლებით მეის, რომელმაც ერთი კვირის წინათ შეცვალა დევიდ ქამერონი პრემიერ მინისტრის პოსტზე, საპატიო დახვედრა მოუწყვეს.

 

 

ერთობლივ პრეს კონფერენციაზე მეიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი არ ჩქარობს ევროკავშირის დატოვებას და გამოიყენებს ლისაბონის ხელშეკრულების მუხლს, რაც 2 წლიან ვადას აძლევს ქვეყანას ევროკავშირის დატოვებისთვის და რაც მისი თქმით, „ყველას არ ესიამოვნება“, მაგრამ მართებული იქნება დაელოდოს დროს, სანამ დიდი ბრიტანეთის „მიზნები ნათელი იქნება“.

 

 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ბრიტანეთმა ბლოკიდან გასვლის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე უნდა განსაზღვროს ნათლად, თუ რა სახის ურთიერთობები უნდა მას რომ ჰქონდეს ევროკავშირთან.

 

 

„ჩემი აზრით, სრულიად გასაგებია, რომ რეფერენდუმიდან რამდენიმე დღეში, რამდენიმე დღეში ბრიტანეთის ახალი მთავრობის ფორმირებიდან, მთავრობამ პირველ რიგში უნდა იფიქროს იმაზე, თუ რა არის ჩვენი ინტერესები, და იმაზე, თუ ზუსტად რას მოიცავს ის“, - განაცხადა მერკელმა ერთობლივ პრეს კონფერენციაზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი