ჩხოროწყუში, მუხური-ლუგელას მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა.
ავარიის შედეგად, სატყეო სააგენტოს 2 თანამშრომელი, ჩინური კომპანიის წარმომადგენელი და ადგილობრივი ტრაქტორისტი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, „კამაზის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა ავტოტრანსპორტის მწყობრიდან გამოსვლის შემდგ საჭე ვერ დაიმორჩილა და კლდეს შეეჯახა, რის შემდეგაც ის გადაბრუნდა. სატვირთოში სულ 11 ადამიანი იმყოფებოდა.
ნაწილმა გადმოხტომა მოასწრო, ნაწილი კი დაშავდა და ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.