დონალდ ტრამპი: შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა უარი თქვას NATO–ს გარანტირებულ მფარველობაზე ისეთ ერებში, როგორიცაა ბალტიის ქვეყნები
21-07-2016, 02:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ის შეერთებული შტატების პრეზიდენტად იქნება არჩეული მან შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების გარანტირებულ მფარველობაზე უარი თქვას. The New York Times–სთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებს დახმარება მხოლოდ მაშინ უნდა აღმოუჩინოს, თუ ისინი "დააკმაყოფილებენ მათ ვალდებულებებს ჩვენს მიმართ".

 


თუმცა, როგორც BBC წერს, ნატოს წევრ ყველა ქვეყანას ხელი აქვს მოწერილი ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც თუკი ერთ რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმას ექნება ადგილი, ალიანსის ყველა სხვა დანარჩენი წევრი ქვეყნები დახმარების ხელს უმართავენ თავდასხმის ობიექტს.

 


რუსეთის მხრიდან ნატოს წევრი ბალტიის ქვეყნებისადმი აგრესიის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა უნდა მიატოვოს დიდი ხნის მფარველობები, რაც შეერთებულ შტატებს მსგავსი ერებისადმი აქვს შეთავაზებული.

 

 

მან ასევე თქვა, რომ დახურავს შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს საზღვარგარეთ. "თუ ჩვენ გადავწყვეტთ შეერთებული შტატების დაცვას, ჩვენ ყოველთვის შევძლებთ განვალაგოთ ძალები ამერიკული მიწიდან" და "ეს იქნება გაცილებით ნაკლები ხარჯები", აღნიშნა მან.

 


რესპუბლიკელების კანდიდატმა აგრეთვე განაცხადა, რომ ის ზეწოლას არ მოახდენს შეერთებული შტატების მოკავშირეებზე პოლიტიკური ლიდერების შევიწროებისა და სამოქალაქო თავისუფლების დარღვევების გამო – აღნიშნა რა, რომ შეერთებულმა შტატებმა "ჩვენი საკუთარი უსეწრიგობა უნდა შეაკეთოს", სანამ სხვა ერებს "ლექციებს" ჩაუტარებდა.

 


მან თქვა: "შეხედეთ რა ხდება ჩვენ ქვეყანაში. როგორ უნდა ჩავატაროთ სხვებისთვის ლექციები, როცა ადამიანები პოლიციელებს ცივსისხლიანად ესვრიან?"

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი