ბრალდებულს/მსჯავრდებულს შესაძლებლობა ეძლევა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან მის გარეთ დასაქმდეს
21-07-2016, 03:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პატიმრობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ბრძანებით, „პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან მის გარეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმების, ანაზღაურებისა და შესაბამის სამუშაოთა ჩამონათვალის განსაზღვრის წესი“ დამტკიცდა.

 

 

ბრძანება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადდა და მასში გაწერილია იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომელზეც შეიძლება დასაქმდეს ბრალდებული/მსჯავრდებული, კერძოდ - მცირე სარემონტო სამუშაოები (იატაკისა და ჭერის მოწყობა, ღებვა, კედლების შეფითხვა, სველი წერტილების შეკეთება); ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის გაზონების მოწყობა/მოვლა; ავეჯის, მათ შორის-საწოლის, მაგიდის, სკამის, ტუმბოს და სხვა ნივთების შეკეთება; ასევე, სხვა სამუშაოები, რომლებიც აუცილებელია პენიტენციური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და არ მიეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას.

 

 

ბრძანების თანახმად, აკრძალულია ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ისეთი სამუშაოს შეთავაზება, რომელიც ადამიანის პატივსა და ღირსებას ლახავს, ასევე, დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმება ისეთ სამუშაოებზე, რომელიც დაკავშირებულია მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობების ფასადის შეღებვასთან, სახურავების მოწყობასა და შეკეთებასთან.

 

 

ბრალდებულის/მსჯავრდებულის, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა, დასაქმება შესაძლებელია მისი წერილობითი განცხადებით, დაწესებულების ექიმის რეკომენდაციით, დაწესებულების დირექტორის თანხმობითა და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

 

 

ბრძანების თანახმად, ბრალდებულები/მსჯავრდებულები, სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, შეიძლება გაყვანილნი იქნენ სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე; სამინისტროს სისტემის სარგებლობაში არსებულ შენობა-ნაგებობებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

 

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბრალდებულს/მსჯავრდებულს, კანონმდებლობით დადგენილი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით, შესაბამისი ანაზღაურება პირად საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის შრომის ანაზღაურება, როგორც წესი, დღიურად, დღეში 20 ლარის ოდენობით, ნამუშევარი საათების შესაბამისად განისაზღვრება.

 

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაქმების მიმართულებით სასჯელაღსრულების სამინისტრო არაერთ სიახლეს ნერგავს. მათ შორისაა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ნივთების ონლაინრეალიზაცია, რაც ერთის მხრივ, ხელს უწყობს მსჯავრდებულთათვის სასჯელის მოხდის პერიოდში შემოსავლის მიღების შესაძლებლობას და მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კუთხით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი