სტამბულის მერმა „მოღალატეთა სასაფლაოსთვის“ ტერიტორიის გამოყოფის თაობაზე ბრძანება გასცა
21-07-2016, 03:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტამბულის მერი კადირ ტოფბაზი აცხადებს, რომ მან ბრძანება გასცა შესაბამისი ტერიტორიის გამოყოფის თაობაზე, სადაც „მოღალატეებისთვის“ სპეციალური სასაფლაო გაკეთდება.

 

 

ამის შესახებ კადირ ტოფბაზმა ტაქსიმის მოედანზე შეკრებილებს განუცხადა.

 

 

„მე გავეცი ბრძანება შესაბამისი ტერიტორიის გამოყოფის თაობაზე, სადაც სასაფლაო გაკეთდება და მას „მოღალატეების სასაფლაო“ ეწოდება. გამვლელებს ექნებათ საშუალება დაწყევლონ ისინი და მათ საფლავებში მოსვენება არ ექნებათ... მჯერა რომ ისინი ვერ გადაურჩებიან ჯოჯოხეთს, მაგრამ ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ ეს სამყაროც აუტანელი გახდეს მათთვის”.

 

 

თურქეთში მიმდინარე წლის, 15 ივლისს სამხედრო გადატრიალების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რადგან თურქეთის ხელისუფლებამ მალევე დაამყარა  ქვეყანაში კონტროლი. თურქეთის პრეზიდენტის ოფისის ცნობით,  დაღუპულთა რიცხვი 265-მდე აღწევს, 1 440 კი მძიმედ არის დაშავებული. მიმდინარე მოვლენების დროს დაახლოებით ორი ათეული სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, რომელთაც სამხედრო გადატრიალების მოქმედებებში მონაწილეებად მიიჩნევდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი