რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებულ სანქციებს საქართველო 2014 წელს შეუერთდა და რაიმე ახალ გადაწყვეტილებასთან საქმე არ აქვს.
აღნიშნულით ზურაბ აბაშიძე რუსეთის სახელმწიფო დუმის რეკომენდაციას ეხმაურება, რომლის მხიედვითაც საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის „ბორჯომის“ იმპორტი უნდა აკრძალოს.
„2014 წლის 23 ივნისს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებით გარკვეული სანქციების შემოღების შესახებ. იმავე წელს საქართველო შეუერთდა ამ გადაწყვეტილებას. გასული წლის ივნისში ეს გადაწყვეტილება ავტომატურ რეჟიმში გაგრძელდა კიდევ ერთი წლით. რამდენიმე დღის წინ ავტომატურ რეჟიმში ეს გადაწყვეტილება კვლავ გაგრძელდა და ძალაში რჩება. ასე, რომ რაღაც ახალ გადაწყვეტილებასთან, ახალ სანქციასთან არ გვაქვს საქმე. ეს არის 2014 წელს შემოღებული შეზღუდვები, რომელიც ყოველწლიურად გრძელდება ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ამას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ეს მხოლოდ სევასტოპოლსა და ყირიმს არ ეხება. ჩვენც ანალოგიური ვითარება გვაქვს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ამიტომ საქართველო ამ საკითხს განსაკუთრებული სენსიტიურობით ეკიდება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს მოლოდინი არა აქვს, რომ რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინიციატივას მთავრობა გაითვალისწინებს და 2006 წლის ემბარგო განმეორდება. აბაშიძის მტკიცებით, აღნიშნულ საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან კომუნიკაცია ამ თემაზე არ ჰქონია.
რუსეთის სახელმწიფო დუმა მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის „ბორჯომის“ იმპორტი აკრძალოს. ამის შესახებ საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრმა, იან ზელინსკიმ გამოცემა „ლენტას“ განუცხადა. რუსული მედიის ცნობით, დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი ამზადებს განცხადებას, რომლითაც დაგმობს საქართველოს და კიდევ ხუთი ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეუერთდნენ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას. იან ზელინსკის თქმით, ამ ქვეყნებმა სისულელე ჩაიდინეს, რადგან საპასუხო რუსული ზომებისგან გაცილებით უფრო მეტად დაზარალდებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.