უკრაინამდე იყო საქართველო, მაშინ რომ მეტი ყურადღება ყოფილიყო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, უკრაინის კრიზისი არ იქნებოდა,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით უკრაინის კრიზისის თავიდან აცილება შეიძლებოდა.
"2008 წელს რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციები არავის შემოუღია და საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება სათანადო არ ყოფილა, შედეგი კი უკრაინის კრიზისია. მე ვიტყოდი, ეს გაგრძელებაა. ყველას მინდა შევახსენო, თუ საიდან მოდის ეს პრობლემა. ჩვენს შემთხვევაში ეს პრობლემა 22 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ კონფლიქტი არ მოგვარებულა. სცენარი თითქმის იგივეა, რაც რეგიონში არსებული სხვა კონფლიქტების შემთხვევაში. 90-იან წლებში გააქტიურდნენ ე.წ. დროის ნაღმები და მივიღეთ 400 000-ზე მეტი დევნილი. ჩატარდა ქართველების ეთნიკური წმენდა. სიტუაცია დრამატულია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერი მიესალმება ანგელა მერკელისა და ფრანსუა ოლანდის ვიზიტს მოსკოვში და მათ ძალისხმევას კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაჭრის შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.