ზაქარია ენდელაძე: ადიგენის მუნიციპალიტეტში მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულდება
21-07-2016, 05:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადიგენის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება დასასრულს მიუახლოვდა. როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ Guardian.ge-ს განუცხადა, მიმდინარე წელს კიდევ რამდენიმე "საკმაოდ თამამი" ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი.

 

 

"წელს, გვქონდა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის ქვემო ენთელი-ზემო ენთელი-ფხერი-ოქროსციხის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. ასევე ადიგენის ადმინისტრაციულ ცენტრში სამ ქუჩაზე - ჩადუნელის, ბალახაშვილისა და თამარ მეფის ქუჩებზე დაიგო ასფალტი, ადმინისტრაციული ცენტრი მთლიანად არის მოწესრიგებული, თავისი სანიაღვრეებითა და კანალიზაციის სისტემით.

 

 

გვაქვს კიდევ რამდენიმე დიდი პროექტი, რომელიც დამატებით განხორციელდება სოფელი ზანავი-პატარა ზანავი-ჭულეს მიმართულებით. ეს არის გარდამავალი პროექტი, მომავალ წელს ჩასატარებელი ნახევარი სამუშაოები გადმონაცვლდება წელს და წელს შესრულდება, ამით კი დასრულდება მთლიანი პროექტი. პროექტი ასფალტის საფარის დაგებას გულისხმობს.

 

 

სოფელ უდეში კეთდება 1000 ტონიანი წყლის რეზერვუარი, რომელიც არის 250 000 ლარის ღირებულების. ახალი რეზერვუარი სოფელ უდეს მოსახლეობას, უკვე არსებულ ავზებთან ერთად, შეუქმნის 24-საათიანი წყალმომარაგების პირობებს.

 

 

ახალციხე-ადიგენის დამაკაშვირებელი 9 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს და კეთდება საუკეთესო ხარისხით.

 

 

კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი ზანავი-გომარო-ოქროსციხის მიმართულებით 3.5 კმ-იანი გზის რეაბილიტაციაა, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და დაახლოებით, 800 000 ლარამდე დაიხარჯება", - განუცხადა Guardian.ge-ს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და დასძინა, რომ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს როგორც რეგიონული, ისე მუნიციპალური განვითარების ფონდი და საავტომობილო გზების დეპარტამენტი – ჯამში, კი სამუშაოებზე, 4 მლნ ლარამდე დაიხარჯება.

 

 

როგორც ზაქარია ენდელაძემ განაცხადა, მსხვილი პროექტების გარდა აქტიურ ფაზაშია შესული სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები.

 

 

"ზოგი პროექტი მუშა პროცესშია, ზოგი ახლა იწყება, ზოგი დასრულდა. მუნიციპალიტეტის 55 სოფელსა და ორ დაბაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 80 პროექტს ვახორციელებთ. ვახორციელებთ სოფელ უდის სკვერის რეაბილიტაციას, რომელიც დასასრულს უახლოვდება. მოპირკეთებულია მთლიანად სკვერი, კეთდება სკამები, თავისი განათებით, გამწვანებით, მემორიალით და ა.შ მიმდინარობს ლელოვანის ბაღის რეაბილიტაცია. ყველა სოფელში მიმდინარეობს სამუშაოები. კეთდება წყლის სისტემა, წესრიგდება რიტუალების სახლები, კეთილმოეწყობა ადმინისტრაციული შენობები. ანუ თავად მოსახლებისთვის სასურველი პროექტები კეთდება. მინდა გითხრათ, რომ ადიგენში არის ძალიან დიდი აქტივობა, რის გამოც საზოგადოებაში არის მყარი და მაღალი კმაყოფილება. პროექტები სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს დასრულდება", - აღნიშნა ენდელაძემ და დაამატა, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მხრიდან ასევე დაიწყო მნიშვნელოვანი მონაკვეთის ქუთაისი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. დაგეგმილია ადიგენი-გორგულის ხიდის სრული რეაბილიტაცია, აბასთუმნის რეაბილიტაცია, გოდერძის უღელტეხილზე ასფალტის საფარის დაგება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი