რუსუდან კერვალიშვილი: მრცხვენია როგორც ადამიანს, პოლიტიკოსს, დედას და მოქალაქეს
21-07-2016, 05:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე მრცხვენია იმის, რომ ამდენი ხანი ვაწუხებთ საზოგადოებას, რომ ჩვენს ოჯახთან დაკავშირებული საკითხები, დღემდე არ არის გადაწყვეტილი“,-განაცხადა „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რუსუდან კერვალიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე „ცენტრ პოინტის” საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრა.

 

 

„მე მრცხვენია როგორც ადამიანს, პოლიტიკოსს, დედას და მოქალაქეს. მრცხვენია იმ ადამიანების, დაზარალებულებულების, რომლებთანაც არ მქონდა ნორმალური კომუნიკაცია და არ მქონდა საშუალება გამომეხატა მათ მიმართ ის დამოკიდებულება, რასაც მათ წინაშე განვიცდი”, - განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.

 

 

მისივე თქმით, სამი წელია ყოველკვირეული სასამართლო პროცესები მიმდინარეობს და ოჯახი სასამართლოსთან მუდმივი თანამშრომლობის პირობებში იყო.

 

 

რუსუდან კერვალიშვილის ინფორმაციით, ის ბოლო პერიოდში ცდილობდა მოეძიებინა ქალბატონები, რომლებიც მზად იქნებოდნენ დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატად ეყარათ კენჭი და სწორედ ამას უკავშირდება ის ოპერაცია, რაც ჩატარდა.

 

 

კერვალიშვილის თქმით, ის ზურაბ ადეიშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს პირადად იმყოფებოდა მასთან და ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ, სრულად გადასცა.

 

 

”მე არ ვითხოვ ჩემი დის ციხიდან გათავისუფლებას. მაია ტყვეობაშია, პირიქით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს მოთხოვნას, მე ვიქნები იმ სახელმწიფოს მომხრე, რომელიც სამართლიანად განსჯის, მე ერთი ადამიანი დღეს ისეთივე დაზარალებული ვარ რაც შეეხო ზოგადად, ომის შედეგად ადამიანს”, - აღნიშნა რუსუდან კერვალიშვილმა და დასძინა, რომ 89 სასამართლო პროცესის მიუხედავად, რომელიც ”ცენტრ პოინტის საქმეზე ჩატარდა, არც ერთი მოწმე დამფუძნებლების დაკავებას არ ითხოვდა.

 

 

მისივე თქმით, თუკი აქამდე პოლიტიკაში მოსვლა არ უფიქრია, ამაზე დაიწყებს ფიქრს, თუმცა ”ნაციონალურ მოძრაობაში” შესვლას არ აპირებს, რადგან არ სურს, ეს პარტია ”გასვაროს თავისი რეპუტაციით”.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი