საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იმ მოსამართლეების, "რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ", თვალთვალსა და დაშანტაჟებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "მათ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ძირითადად ფალსიფიცირებული, შესაძლოა, გასაჯაროვდეს". თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ საქმეებთან დაკავშირებით და რომელ მოსამართლეებზე მიმდინარეობს ზეწოლა. მან მზადყოფნა გამოთქვა, ამ საკითხებზე უფრო დეტალურად ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ისაუბროს.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე, რაც გამოიხატება მათ ფარულ თვალთვალში, მათი ოჯახის წევრების და ნათესავების კომერციული საქმიანობის მიზანმიმართულ შევიწროებაში, დაშანტაჟებაში, რომ მათი ახლო ნათესავები დაკავებულები იქნებიან სხვადასხვა საბაბით და ასევე, მათ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ძირითადად ფალსიფიცირებული, შესაძლოა, გასაჯაროვდეს. ყველა ეს ინფორმაცია დაკავშირებულია მაღალი საზოგადო ინტერესის მქონე საქმეებთან, რომელიც განიხილება ახლა სასამართლოში და მიმართულია იმისკენ, რომ მათ გადაწყვეტილება მიიღონ ან ხელისუფლების სასარგებლოდ, ან მაქსიმალურად გააჭიანურონ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი. დღეს უფრო დეტალური ინფორმაციის გაჟღერებისგან თავს შევიკავებ, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ეს დაკავშირებულია მოსამართლეების პირად ცხოვრებასთან, მაგრამ მთავარი ამოცანა დღევანდელი საჯარო განცხადებისა არის ის, რომ მოვახდინოთ პრევენცია, აღვკვეთოთ ის საგანგაშო ფაქტები, რომელსაც ადგილი აქვს, რათა სასამართლოს შეეძლოს ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირება და გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე“, - განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.