სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი სამცხე-ჯავახეთის მხარეში აკაკი მაჭუტაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე და საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი დაბა აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, საავადმყოფოს ჯანდაცვის სამინისტრომ რენტგენის მრავალფუნქციური აპარატი გადასცა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებისაა და მისი ღირებულება 250 000 ლარს შეადგენს.
"რომ არა მთავრობის დიდი მხარდაჭერა და თანადგომა, ეს საავადმყოფო ფუნქციონირებას აუცილებლად შეწყვეტდა“ - განაცხადა საავადმყოფოს დირექტორმა ტარიელ ენდელაძემ, რომელმაც თანამშრომლებთან ერთად ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებებზე და წინ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.