„მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ მიიღოს ზომები და დახუროს ყველა ის სასწავლებელი, როგორც აჭარაში ასევე მთელს საქართველოში, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს ფეთჰულაჰ გიულენის სახელს", - აღნიშნული განცხადება "დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა პარტიის სათაო ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც ამ სასწავლებლებთან დაკავშირებულ საკითხს გამოიძიებს, გამოძიების დასრულებამდე კი სასწავლებლებს მისივე აზრით, ლიცენზია უნდა შეუჩერდეს.
"ბუნებრივია ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებელებში სწავლობენ. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ეს ახალგაზრდები, მათი უფლებებისა და ინტერესების შელახვის გარეშე, გადანაწილდნენ სხვა სასწავლებლებში ისე, რომ მათი სასწავლო პროცესის განხორციელებას ხელი არ შეეშალოს.
ასევე მინდა საგანგებოდ გავუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ მე ძალიან კარგად მესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსათვის კეთილმეზობლური, ნორმალური და სტრატეგიული თანამშრომლობა თურქეთთან. ამასთანავე არის ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, მაქსიმალურად დაცული იქნას საქართველოს ეროვნული ინტერესები.
თურქეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ არაერთგზის განაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ გადატრიალების ორგანიზებაში ის ადანაშაულებს ფეთჰულაჰ გიულენს. რა თქმა უნდა მე არ შემიძლია ვამტკიცო ან ერთი - დანაშაული ამ ადამიანისა, ან მეორე - უდანაშაულობა. არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ეხება ამ ადამიანის სახელთან დაკავშირებულ სასწავლებლებს, რომლებიც განლაგებულია საქართველოში.
მით უმეტეს, რომ რამდენიმე დღის წინ თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ძალიან სერიოზული მითქმა-მოთქმა.
მე კატეგორიულად მოვითხოვ საქართველოს ხელისუფლებისაგან ჩემს ამ ინიციატივაზე და მიმართვაზე პასუხს, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა სასწავლებელი, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს გულენის სახელს, როგორც აჭარაში ასევე მთელს საქართველოში, მინიმუმ ერთი წლით უნდა დაიხუროს, ვიდრე არ გაირკვევა ამ ორგანიზაციების სრული ინფორმაცია რეალური არსის შესახებ. ამასთანავე კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ დაცული უნდა იყოს ამ სასწავლებლების როგორც მოსწავლეთა ასევე პედაგოგთა უფლებები“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.