პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატად ელგუჯა გოცირიძე წარადგინა.
„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი 4 წელი გავიარეთ. ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ შევქმენით ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი; შევქმენით ისეთი სივრცე ქვეყანაში, სადაც ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ საუბარი, საარჩევნო კამპანიის წარმართვა ისე, რომ არ არსებობს ზეწოლა არანაირ განსხვავებულ აზრზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რომელიც მოიტანა ძალიან პატრიოტულმა, სახელმწიფოებრივმა ნაბიჯმა, რომელიც 4 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა გადადგა ქართველ ხალხთან ერთად.
დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფლება. ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ ამ ოთხ წელიწადში, რომ ადამიანებს არ ჰქონოდათ მინიმალურ საკითხებზე საზრუნავი, რაც არის ჯანდაცვა. ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ დღეს აღარ არის საჭირო საკუთარი ქონების დაგირავება იმისთვის, რომ ჯანდაცვის მომსახურება უზრუნველყო ოჯახის წევრისთვის. ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარია, თუმცა ეს არ არის ყველაფერი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ხალხისთვის.
ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ რაიონებში მცხოვრებლებისთვის უზრუნველვყავით მინიმალური სასოფლო-სამეურნეო სერვისები, რაც არის მცირემიწიანთათვის მოხვნაში დახმარება, შხამ-ქიმიკატების მიწოდება და ა.შ. ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროგრამები ადგილობრივი წარმოების აღორძინებისთვის, იმისთვის, რომ ქართველებმა შევძლოთ, ვაწარმოოთ ჩვენთვის აუცილებელი პროდუქცია საქართველოში. ამისთვის დღეს არსებობს არაერთი სახელმწიფო პროგრამა - სოფლის მეურნეობის წახალიების პროგრამები და „აწარმოე საქართველოში“, მაგრამ დღეს ჩვენ უფრო მეტი გვჭირდება.
დღეს გვჭირდება სწრაფი განვითარება იმისათვის, რომ თითოეული ოჯახისთვის კეთილდღეობა უზრუნველვყოთ. ამისათვის ჩვენ გთავაზობთ რეფორმებს და სწრაფად გადასადგმელ ნაბიჯებს განათლების მიმართულებით, ეკონომიკის მიმართულებით, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის სწრაფ გეგმებს და ასევე, მმართველობით რეფორმას, როდესაც სახელმწიფო გახდება მომსახურებაზე ორიენტირებული. ეს არის ის გეგემა, რომელიც დღეიდან 4 წლისთავზე ქვეყანას გაიყვანს შეუქცევადი განვითარების ეტაპზე. ამისათვის ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ადამიანები საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.