საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს: აბსოლუტურად ვეთანხმები კობა გვენეტაძის განცხადებას - დედოლარიზაცია ჩვენთვის უალტერნატივო გზაა.
"ამისთვის კომპლექსური ნაბიჯებია გადასადგმელი, ამისთვის კეთდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვება. გარდა ამისა, გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამები, რომლებიც ჩვენ გაქვს დაგეგმილი მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყნის საგადასახდელო ბალანსი გაუმჯობესდეს და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ფულად გადარიცხვებსა და ისეთ მუხლებზე, რომლებიც შესაძლოა, ეკონომიკური კრიზისის დროს რყევადი იყოს, ამიტომ ამ გრძელვადიანი კომპლექსური ზომების გატარების გზით ჩვენ, რა თქმა უნდა, მივაღწევთ იმას, რომ ეროვნული ვალუტის მიმართ გრძელვადიანი ნდობა უფრო გამყარდება”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ეროვნული ვალუტის გრძელვადიანი რესურსის დაგროვებას საპენსიო რეფორმა შეუწყობს ხელს.
”ამას კიდევ ხელს შეუწყობს საპენსიო რეფორმა, რომელიც 2017 წელსაა დაგეგმილი, რაც ეროვნული ვალუტის გრძელვადიანი რესურსის დაგროვებას უწყობს ხელს. ასე რომ, აბსოლუტურად ვეთანხმები არა მარტო განცხადებას და სულისკვეთებას, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებსაც, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად კოორდინაციაში ახორციელებს”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გაზეთ ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.