საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად ავტოავარიაში მოჰყვა
21-07-2016, 13:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად ავტოავარიააში მოჰყვა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, ხოლო მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმე.

 

 

"მერაბ კვირიკაშვილი თავის ქალის ზედაპირული ტრავმით ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. რაც შეეხება მის მეუღლეს, ის მრავლობით ტრავმებით სამტრედიის საავადმყოფოში მოათავსეს", - განაცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის გამოძახებების მართვის ხარისხისა და სამედიცინო მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ.

 

 

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მოხდა. ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ოთხი. თვითმხილველების განცხადებით, ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

 

 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით, ექვსიდან ათ წლამდე.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი