დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობაზე თანხმობა განაცხადა და აღთქმა დადო, რომ როგორც პრეზიდენტი წინ აღუდგება და უკუაგდებს მრავალმხრივ საფრთხეებს, რომლის წინაშეც შეერთებული შტატები დგას.
"დანაშაული და ძალადობა, რომელიც დღეს აზიანებს ჩვენს ერს, მალე დასრულდება", – განაცხადა მან კლევლანდში.
ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შავი სურათის დახატვისას მან თქვა, რომ მისი პრეზიდენტობა ქვეყანას ახალ ერაში შეიყვანს, რომელიც პირველ რიგში ამერიკას და უბრალო ხალხს დააყენებს.
მის მიერ აღნიშნული სიტყვის წარმოთქმამდე ერთი დღით ადრე სენატორ თედ კრუზს, რომელიც მისი სასტიკი მეტოქე იყო პრაიმერების დროს, ტრამპის კანდიდატურა არ მოუწონებია, რის გამოც ის ტრამპის მხარდამჭერებმა ყვირილით და შეძახილებით აიძულეს დაეტოვებინა სცენა.
სხვა მთავარმა რესპუბლიკელებმა, ჯორჯ ეიჩ დაბლიუ ბუშმა და ჯორჯ დაბლიუ ბუშმა (მამა–შვილი ბუშები, რომლებიც სხვადასხვა დროს შეერთებული შტატების პრეზიდენტები იყვნენ) პროტესტის ნიშნად ყრილობიდან თავი შორს დაიჭირეს, რადგან ისინი სასტიკად ეწინააღმდეგებიან ტრამპის კანდიდატურას.
მაგრამ ტრამპი, ნიუ იორკელი ბიზნესმენი, რომელმაც საარჩევნო კამპანია ერთი წლის წინათ დაიწყო, იმედოვნებს რომ მისი სიტყვა შეანელებს დაძაბულობას და გაეერთიანებს პარტიას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.