ქუთაისი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრის, მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მორაგბე გიორგი ლომინაძის კი მძიმე. კვირიკაშვილი და ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მგზავრობდნენ. ავარიის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო კვირიკაშვილის მეუღლემაც, რომელიც სამტრედიის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„21 ივლისს, 18:40 საათზე, ჩვენს საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ორი პაციენტი შემოიყვანეს. ერთ-ერთი 32 წლის მერაბ კვირიკაშვილია, რომლის მდგომარეობა მძიმე არ არის. ის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვე იმყოფება. პაციენტი გონზეა და ადეკვატურად პასუხობს კითხვებს. დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა. რაც შეეხება მეორე პაციენტს - 26 წლის გიორგი ლომინაძეს სერიოზული დაზიანება აქვს მიღებული. აღენიშნება ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი, უტარდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ უტარდება შესაბამისი მკურნალობა. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ ის გადარჩეს და დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მიმღების ექიმმა, დავით წულაიამ.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ ქუთაისი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე მოხდა. ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ოთხი. თვითმხილველების განცხადებით, ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით, ექვსიდან ათ წლამდე.
ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა, მათ შორის ორი ახალგაზრდა ცოლ-ქმარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.