ქუთაისი სამტრედიის ავტომაგისტრალზე გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა მიაწოდა. დავით სერგეენკოს თქმით, ერთი ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი სამის კი მძიმე რჩება.
მინისტრმა, ასევე, სამძიმარი გამოუცხადა ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილების ოჯახებს და მათ ახლობლებს.
„რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა მკურნალობას გადიან, ერთი მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი სამის კი რჩება მძიმედ. რაც შეეხება გუშინ, სოციალურ ქსელებში გავრცელებული პანიკის მცდელობებს, როცა მობილიზაციას აცხადებდნენ სისხლის პროდუქტებზე, გიდასტურებთ, რომ არც ერთ ეტაპზე, არც ერთი სამკურნალო კომპონენტის დეფიციტი არ ყოფილა, მათ შორის სისხლის პროდუქტების“, - განაცხადა დავით სერგეენკომ და დაამატა:
„გვიან ღამით იქ ჩავიდა სპეციალისტების ჯგუფი. ვფიქრობ, რომ დილის საათებში გაიმართება კონსოლიუმი და შუადღისთვის გვექნება სამოქმედო გეგმა. რაც შეეხება გადმოყვანას, ამის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას, რადგან სადაც არიან, მათ მკურნალობა კვალიფიციურად უტარდებათ".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.