ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ფედერიკა მოგერინიმ დაჟინებით მოუწოდა თურქეთს, არ გამოიყენოს დემოკრატიული ინსტიტუტები ადამიანის უფლებების შეზღუდვისთვის.
"ჩვენ ძალიან ნათლად ვეუბნებით ჩვენს თურქ მეგობრებს, რომ ვდგავართ სრული შემადგენლობით ამ ინსტიტუტების, დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონიერი ინსტიტუტების უკან", - განაცხადა მოგერინიმ ხუთშაბათს საღამოს.
"არ არსებობს გამამართლებელი საფუძველი, არ არსებობს გზა, რომ რეაქციამ შესაძლოა აღმოფხვრას ფუნდამენტური თავისუფლებები და უფლებები", - განაგრძო მან და დაამატა: "იმას რასაც ჩვენ ვუყურებთ, განსაკუთრებით კი უნივერსიტეტების, მედიისა და სასამართლო სისტემების მიმართულებით, მიუღებელია".
თურქეთის პრეზიდენტმა პარასკევის სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ანკარაში პრეზიდენტის სასახლეში საუბრისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღთქმა დადო, რომ "სამხედრო შეიარაღებული ძალების შიგნით ყველანაირი ვირუსი გასუფთავებული იქნება".
როგორც BBC წერს, დეკლარაცია გამოყენებული იქნება წარუმატებელი სამხედრო გადატრიალებისთვის დაკავებული, დაახლოებით 10 000 ადამიანის პატიმრობრის გახანგრძლივებისთვის.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 600 –სზე მეტი სკოლა დაიხურა და სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ათიათასობით ადამიანი სამსახურებიდან გათავისუფლდა, ნაწილს კი უფლებამოსილება შეუჩერდა.
თურქეთმა 99 გენერალსა და ადმირალს გასული კვირის სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენა.
ხელისუფლებამ ყველა მეცნიერს საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალა, რადგანაც სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული იმ ადამიანების სამსახურებიდან დათხოვნის პროცესი ისევ გრძელდება, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან წარუმატებელ სამხედრო გადატრიალებასთან კავშირში.
60 000-მდე ადამიანი უკვე დაპატიმრებულია, დათხოვნილია სამსახურებიდან ან შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება.
1577 უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებს თანამდებობების დატოვებისკენ მოუწოდა მთავრობამ, ამასთან ერთად, გადადგომა მოსთხოვეს 21 000 პედაგოგსა და განათლების სამინისტროში მომუშავე 15 000 ოფიციალურ პირს.
დაპატიმრებულთა შორის, არის 6 000–სზე მეტი ჯარისკაცი, მათ შორის გენერლები და მაღალი რანგის ოფიცრები, პოლიციის 100 ოფიცერი, 755 მოსამართლე და პროკურორი და 650 სამოქალაქო პირი.
უფლებამოსილება შეუჩერდა ფინანსთა სამინისტროს დაახლოებით 1 5000 ოფიციალურ პირს. თურქული CNN –ის ცნობით კი, 30 გუბერნატორი და საჯარო სამსახურის 50–ზე მეტი მაღალი რანგის მოხელე ასევე დათხოვნილია სამსახურებიდან, 3 მილიონზე მეტ საჯარო მოხელეს კი ყოველწლიური შვებულების აღების პროცესი შეუჩერდა, ხოლო 3 000–სზე მეტ მოსამართლეს და პროკურორს სამსახური დაატოვებინეს.
მასობრივი წმენდა მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, სადაც 9 000 თანამშრომელი უკვე გაათავისუფლეს.
თურქეთის პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი წარუმატებელ სამხედრო გადატრიალებაში ბრალს აშშ-ში, ცენტრალურ პენსილვანიაში მცხოვრებ სასულიერო პირს, ფეტჰულაჰ გიულენს სდებენ.
მათ თქვეს, რომ გიულენმა სასამართლოში, მედიასა და არმიაში „პარალელური სტრუქტურა“ შექმნა.
ერდოღანმა რამდენიმე დღის წინათ მოუწოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაქ ობამას, დააპატიმროს გიულენი ანდა მოახდინოს მისი თურქეთში დეპორტირება, რათა მას წარედგინოს ბრალი სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის.
ერდოღანის აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ქვეყნიდან განდევნილ სასულიერო პირს, ფეტულაჰ გიულენს გვერდით დაუდგება, თურქეთის მტრად ჩაითვლება.
აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქი სასულიერო პირის, ფეტჰულა გიულენის თურქეთში ექსტრადირების საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, თუკი თურქული მხარე ფორმალურად მიმართავს ფაშინგტონს აღნიშნულის თაობაზე და წარმოადგენს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში გიულენის რაიმე ფორმით ჩართულობის სამხილებს.
გიულენმა „უმკაცრესი ტერმინებით დაგმო სამხედრო გადატრიალების მცდელობა“ და „კატეგორიულად“ უარყო მასში ნებისმიერი ჩართულობა. „მთავრობა უნდა იმარჯვებდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით და არა ძალით“, - განაცხადა 75 წლის სასულიერო პირმა, რომელიც ერთ დროს ერდოღანის უახლოესი მოკავშირე იყო, ჟურნალისტებისთვის მიცემულ იშვიათ ინტერვიუში კი აღნიშნა: "ახლა თურქეთი დემოკრატიის გზაზეა და ის უკან ვეღარ დაბრუნდება". გიულენმა ასევე თქვა, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალება შესაძლოა ერდოღანის რეჟიმის მიერ იყოს "ინსცენირებული".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.