თურქეთის ელჩი საქართველოში, ლევენთ გუმრუქჩუ თურქეთში, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ფეთჰულაჰ გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელმაც მოაწყო სახელმწიფო ღალატი, აქვს საშიში აგენტურული ქსელი არამხოლოდ არმიაში, არამედ რიგ სახელმწიფო ორგანოში. საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართული ზომების ფარგლებში, 2016 წლის 21 ივლისიდან, ჩვენი კონსტიტუციის შესაბამისად და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის სრული დაცვით, გამოცხადებული იყო საყოველთაო საგანგებო მდგომარეობა“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ელჩის თქმით, საგანგებო მდგომარეობა არ შეეხება თურქეთის მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ პირიქით, მიმართულია საკონსტიტუციო წესრიგისა და უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისკენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.