საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ თურქეთში ძარცვისა და თურქი პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქის მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დაკავებულებს მაქსიმალური ყურადღება ექცევათ.
„ჩვენი საელჩო ჩართულია ამ საკითხში. საკონსულოს თანამშრომლები გაემგზავრნენ ადგილზე შემთხვევის პირველივე წუთებიდან. მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევას მაქსიმალური ყურადღება ექცევა და დაკავებულ ადამიანებსაც, რა თქმა უნდა“, - განაცხადა გიგი გიგიაძემ.
პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით თურქეთში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ავტომობილის გაძარცვის შემთხვევისას ერთ–ერთ პოლიციელს ყელისა და მუცლის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. თურქი პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.