„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება, მართლაც ძალიან საყურადღებო იყო", - აღნიშნული განცხადება ჯამდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გააკეთა.
"მეც მოვისმინე ეს განცხადება. ასევე საყურადღებოა ის, რომ ძალიან მოკლე პერიოდში პრემიერ-მინისტრმა ამაზე რეაგირება გააკეთა. ის პირადად დაუკავშირდა მას და შესთავაზა შეხვედრა. ისევე, როგორც რამდენადაც ვიცი საქართველოს პრეზიდენტმაც. ვფიქრობ, ასეთი მყისიერი რეაგირება არის გარანტი იმისა, რომ ასეთი პოტენციურად საყურადღებო და შეიძლება საფრთხის შემცველი ინფორმაცია იყოს ბოლომდე და ობიექტურად გამოკვლეული“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
გიორგი პაპუაშვილმა გუშინ იმ მოსამართლეების, "რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ", თვალთვალსა და დაშანტაჟებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "მათ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ძირითადად ფალსიფიცირებული, შესაძლოა, გასაჯაროვდეს". თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ საქმეებთან დაკავშირებით და რომელ მოსამართლეებზე მიმდინარეობს ზეწოლა. მან მზადყოფნა გამოთქვა, ამ საკითხებზე უფრო დეტალურად ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ისაუბროს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.