ხონმა პირველად სახელოვნებო არტ–რეზიდენციას უმასპინძლა. პროექტის ფარგლებში ხონის სამხატვრო სკოლაში ოთხი სხვადასხვა ქვეყნის არტისტი (საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, სლოვენიიდან, ლატვიიდან) ორი კვირის განმავლობაში ადგილობრივებს თავის გამოცდილებას უზიარებდნენ და ხონის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობებს ეცნობოდნენ. ხელოვანებმა ამ დროის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები საჩუქრად მუნიციპალიტეტს გადასცეს. ამის შესახებ guardian.ge–ს ხონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
"პროექტი გარდა იმისა, რომ ხელოვანებს ეხმარება მოიძიონ ახალი გარემო და სივრცე, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ შემოქმედებაზე და ზრდის კომუნიკაციას უცხო სოციუმთან, ასევე ხონის, როგორც ტურისტული პოტენციალის მქონე მუნიციპალიტეტის, პოპულარიზაციასაც ისახავს მიზნად.
გამოფენა ხონის კულტურის ცენტრში რამდენიმე დღე გასტანს და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია," აცხადებენ ხონის მუნიციპალიტეტში.
პროექტი ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.