პეტრე ცისკარიშვილი: ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში დოლარს და საქართველოში განხორციელებულ იმპორტულ ნაკადებს ებრძვიან
22-07-2016, 04:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ხელოვნური ბრძოლა დოლართან, ჩვენი ეკონომიკისთვის დამაზიანებელია”, - აღნიშნული განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთა.

 

 

ცისკარიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ "ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში დედოლარიზაციაზე საუბრობენ - ეს ადამიანები დოლარს და საქართველოში განხორციელებულ იმპორტულ ნაკადებს ებრძვიან".

 

 

დეპუტატის განცხადებით, მოსახლეობას დოლარის ლარში გატანისკენ ის ადამიანები მოუწოდებენ, რომელთაც ანაბრები და ანგარიშები დოლარებში აქვთ.

 

 

”გარდა ამისა, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში კრედიტები ხელმისაწვდომი არაა, სავალუტო ბაზარზე ხელოვნური ჩარევა და სწორედ ხსენებული დედოლარიზაციის მავნებლური პოლიტიკაა. აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ როცა ეს ადამიანები მოგვიწოდებენ დოლარები ლარში გადავიტანოთ, თავად მათ, მაგალითად - კალაძეს, ქუმსიშვილს და გვენეტაძეს, ანაბრები და მიმდინარე ანგარიშები (დეკლარაციის თანახმად) დოლარებში აქვთ”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

 

 

გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში კობა გვენეტაძემ აღნიშნა: "მოსახლეობა თავადაც უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს".

 

 

"დედოლარიზაციის პროცესი არ არის მარტივი, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. არის სხვადასხვა მექანიზმი, მაგალითად, დიდი ტრანზაქციების შემთხვევაში, ეს იქნება ავტომობილის გაყიდვა თუ უძრავი ქონების რეალიზაცია, ფასი ლარში უნდა დასახელდეს. ვმუშაობთ, რომ მსესხებლებს, რომლებიც დაუცველნი არიან ვალუტის მერყეობის რისკებისგან, უცხოურ ვალუტაში სესხის თავისუფლად აღების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ. ასეთი სახის რეგულაციებს ძალიან ბევრი ქვეყანა იყენებს - სესხის გარკვეული მოცულობა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კობა გვენეტაძე.

 

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას პრემიერ მინისტრი გამოეხმაურა. ის აცხადებს: "აბსოლუტურად ვეთანხმები კობა გვენეტაძის განცხადებას - დედოლარიზაცია ჩვენთვის უალტერნატივო გზაა".

 

 

"ამისთვის კომპლექსური ნაბიჯებია გადასადგმელი, ამისთვის კეთდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვება. გარდა ამისა, გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამები, რომლებიც ჩვენ გაქვს დაგეგმილი მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყნის საგადასახდელო ბალანსი გაუმჯობესდეს და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ფულად გადარიცხვებსა და ისეთ მუხლებზე, რომლებიც შესაძლოა, ეკონომიკური კრიზისის დროს რყევადი იყოს, ამიტომ ამ გრძელვადიანი კომპლექსური ზომების გატარების გზით ჩვენ, რა თქმა უნდა, მივაღწევთ იმას, რომ ეროვნული ვალუტის მიმართ გრძელვადიანი ნდობა უფრო გამყარდება”, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი