სიღნაღი-წნორის საავტომობილო გზის 5.6-კილომეტრიანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს
22-07-2016, 04:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სიღნაღი - წნორის საავტომობილო გზის 5.6 კილომეტრიანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოებს ახორციელებს.

 


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული მონაკვეთი ქ. სიღნაღში, ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას და სიღნაღი-წნორის საავტომობილო გზების გასაყარზე იწყება და სიღნაღი_წნორის საავტომობილო გზის მე-6 კილომეტრზე სრულდება. მონაკვეთი დაზიანებული იყო და სრულად ვერ უზრუნველყოფდა სატრანსპორტო მოთხოვნებს.

 


"პერიოდული შეკეთების სამუშაოები ითვალისწინებს: არსებული დაზიანებული ზღუდარების, დაზიანებული ბოწკინტების და რკინა-ბეტონის მილების, ქვედა საყრდენი კედლის შეკეთებას; კიუვეტების მოწყობასა და სავალი ნაწილის აღდგენას. ასევე გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოში შესასვლელების შეკეთება; მოეწყობა საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

 


მიმდინარე სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ხერგიანი გაეცნო.

 


პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 775 000 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება", - ახცადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი