დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობაზე თანხმობა განაცხადა და აღნიშნა, რომ როგორც პრეზიდენტი წინ აღუდგება და უკუაგდებს მრავალმხრივ საფრთხეებს, რომლის წინაშეც შეერთებული შტატები დგას.
ტრამპმა აღთქმა დადო, რომ ააშენებს: "დიდ სასაზღვრო კედელს, რომ შეაჩეროს არალეგალური იმიგრაცია, ძალადობა და დამნაშავეთა ბანდები და შეაჩეროს ნარკოტიკები, რომელიც შემოედინება ჩვენს საზოგადოებაში".
დონალდ ტრამპმა საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტული ქსელის გაზრდაზე, ირანის ამბიციაზე - შექმნას ბირთვული ბომბი და ასევე სირიაში სამოქალაქო ომზე შეაჩერა ყურადღება. მისი თქმით, სირიის ომმა წარმოშვა ლტოლვილების კრიზისი, რამაც "საფრთხე შეუქმნა დასავლეთს". ყველა ამ საკითხში ტრამპმა ბრალი ჰილარი კლინტონს დასდო. მისი სიტყვებით, ეს პრობლემები ობამას პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, სახელმწიფო მდივნის პოსტზე, კლინტონის მოღვაწეობისას წარმოიშვა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა: "ეს არის ჰილარი კლინტონის მემკვიდრეობა: სიკვდილი, ტერორიზმი, სისუსტე, დესტრუქცია".
ბრიტანული გამოცემის, "ეკონომისტის" ცნობით, ტრამპს არ შემოუთავაზებია საგარეო პოლიტიკის ალტერნატივა. მას თითქმის არაფერი უთქვამს, თუ როგორ უნდა განახორციელოს საგარეო პოლიტიკა და მის გრძელ სიტყვაში ის დაყვანილი იყო მხოლოდ მოკლე განხილვამდე, თუ როგორ უნდა იყოს ამერიკა მკაცრი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ. ტრამპმა აღნიშნულში იგულისხმა, რომ უარი უნდა ეთქვას "ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობისა და რეჟიმის შეცვლის წარუმატებელ პოლიტიკას, რასაც ჰილარი კლინტონი მხარს უჭერდა ერაყში, ლიბიაში, ეგვიპტესა და სირიაში" და ნაცვლად ამისა, როგორც ტრამპი მიიჩნევს, უნდა იმუშაონ იმ მოკავშირეებთან, რომლებიც იზიარებენ მათ მიზნებს "ისლამური ტერორის გათელვის" მიმართულებით.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ტრამპმა თავის სიტყვაში შეერთებულ შტატებში არსებული პრობლემების შესახებაც ისაუბრა და ასეთად მზარდი დანაშაული დაასახელა.
"დანაშაული და ძალადობა, რომელიც დღეს აზიანებს ჩვენს ერს, მალე დასრულდება", – განაცხადა მან კლევლანდში.
ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შავი სურათის დახატვისას მან თქვა, რომ მისი პრეზიდენტობა ქვეყანას ახალ ერაში შეიყვანს, რომელიც პირველ რიგში ამერიკას და უბრალო ხალხს დააყენებს.
მის მიერ აღნიშნული სიტყვის წარმოთქმამდე ერთი დღით ადრე სენატორმა თედ კრუზმა, რომელიც მისი სასტიკი მეტოქე იყო პრაიმერების დროს, ტრამპის კანდიდატურა ოფიციალურად არ მოიწონა. ტრამპის მხარდამჭერებმა ყვირილით და შეძახილებით აიძულეს კრუზი დაეტოვებინა სცენა.
სხვა მთავარმა რესპუბლიკელებმა, ჯორჯ ეიჩ დაბლიუ ბუშმა და ჯორჯ დაბლიუ ბუშმა (მამა–შვილი ბუშები, რომლებიც სხვადასხვა დროს შეერთებული შტატების პრეზიდენტები იყვნენ) პროტესტის ნიშნად ყრილობიდან თავი შორს დაიჭირეს, რადგან ისინი სასტიკად ეწინააღმდეგებიან ტრამპის კანდიდატურას.
მაგრამ ტრამპი, ნიუ იორკელი ბიზნესმენი, რომელმაც საარჩევნო კამპანია ერთი წლის წინათ დაიწყო, იმედოვნებს რომ მისი სიტყვა შეანელებს დაძაბულობას და გაეერთიანებს პარტიას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.