თურქეთის იუსტიციის მინისტრი ბექირ ბოზდაგი აცხადებს, რომ სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას, ევროკავშირის მოსაზრება არ უნდა იქნას გათვალისწინებული. ბოზდაგმა ამ საკითხზე CNN Turk-ის ეთერში ისაუბრა.
მინისტრმა თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს თურქეთის კანონმდებლობას და არა ევროკავშირის სურვილს.
თურქეთში წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სიკვდილით დასჯა აღდგეს. მისი თქმით, აღნიშნული სასჯელის დასაბრუნებლად შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდეს.
ილდირიმის ამ განცხადების შემდგომ, აღნიშნულ საკითხს ქვეყნის პრეზიდენტიც დაუბრუნდა. გადატრიალების მცდელობიდან მეორე დღეს, ერდოღანს სტამბულში შეკრებილმა ხალხმა, რომლის წინაშეც გამოდიოდა პრეზიდენტი, შესძახა რომ მათ სურთ სიკვდილით დაისაჯონ წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების მომწყობები.
პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ეს მოთხოვნები, შესაძლოა, რომ პარლამენტში განიხილონ“.
თურქეთში სიკვდილით დასჯის შესაძლო აღდგენას, მსოფლიო ლიდერების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დასავლეთის ლიდერებმა დაჟინებით მოუწოდეს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უპასუხოს სამხედრო გადატრიალების მცდელობას აწონილ-დაწონილი გზით.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ერდოღანს უთხრა, რომ თურქეთის ამბიცია, შეუერთდეს ევროკავშირს, წარსულს ჩაბარდება, თუკი ის აღადგენს სიკვდილით დასჯას.
აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ფედერიკა მოგერინიც.
მან განაცხადა, რომ ქვეყანა, სადაც სიკვდილით დასჯა არსებობს, ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება.
„ევროპის საბჭოს არც ერთ წევრ ქვეყანას უფლება არა აქვს სიკვდილით დასჯა გამოიყენოს,- აღნიშნული განცხადება კი ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმა გამოცემა Tagesspiegel-ვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
თურქეთში სიკვდილით დასჯა სრულად ერდოღანის მმართველობის ქვეშ, 2004 წელს გაუქმდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.