საქართველოს "ძებნილი პრეზიდენტის" უკრაინაში გუბერნატორის პოსტზე საქმიანობას და ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების, "რომლებიც ქვეყანას აქცევდნენ", უკრაინაში დღემდე მაღალ თანამდებობებზე მუშაობას უკრაინის მხრიდან საქართველოს შეურაცხყოფად აფასებს პარტია ”თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსათვის” წევრი, ლალი მოროშკინა. იგი მიიჩნევს, რომ "ჩვენ რომ თავმოყვარე ქვეყანა ვიყოთ, უკრაინასთან საერთოდ უნდა გავწყვიტოთ დიპლომატიური ურთიერთობა და მინიმუმ ელჩი გამოვიწვიოთ". ამ და საქართველო–რუსეთის ურთიერთობების საკითხზე ლალი მოროშკინამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ამ უკანასკნელზე კომენტირებისას კი მან თქვა, რომ "ყველაზე დიდი ფინანსური კეთილდღეობა დღეს საქართველოში რუსეთიდან შემოდის", აქედან გამომდინარე, მოსკოვისადმი განცხადებების გაკეთებისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩნოთ.
”ყველასთვის ცხადია, რომ საქართველო იმდენად რთულ გეოპოლიტიკურ ადგილმდებარეობას იკავებს, რომ პროცესები, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობს, ჩვენ ვერანაირად გვერდს ვერ აგვიქცევს. მაგრამ ძალიან ხშირად ჩვენ ფორსირებას ვახდენთ იმ ემოციური ფონის, რომელიც არის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, ზოგადად მსოფლიოში და არც თუ კარგ შედეგებს ვიღებთ. მაგალითად, რა აუცილებელია საქართველოს პოზიციის დაფიქსირება იგივე სევასტოპოლთან და ყირიმთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ზუსტად ამის გამო რუსეთს აქვს ევროპისგან სანქციები დაწესებული. თუ საუბარია უკრაინაზე, პირდაპირ ვიტყვი, რომ უკრაინელებმა იმდენად არაკორექტული ნაბიჯი გადმოდგეს საქართველოსთან მიმართებაში, რომ ჩვენ რომ ვიყოთ თავმოყვარე ქვეყანა, საერთოდ უნდა გავწყვიტოთ მათთან დიპლომატიური ურთიერთობა და მინიმუმ ელჩი გამოვიწვიოთ. იმიტომ, რომ როდესაც ძებნილი პრეზიდენტი უკრაინაში გუბერნატორია, ეს არის საქართველოს შეურაცხყოფა. როდესაც ყველა ის ყოფილი ჩინოვნიკი, რომელიც ქვეყანას აქცევდა, დღემდე უკრაინაში იკავებდა ძალიან მაღალ თანამდებობებს, კარგია რომ უკრაინელი ხალხი დროზე მიხვდა და ისინი პრაქტიკულად გაუშვეს პენსიაზე. ამით არ შემოიფარგლებიან და ვიცი, რომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები მზადდება”, -განაცხადა ლალი მოროშკინამ.
იგი რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არსებობის მომხრეა და აცხადებს, რომ რუსთთან მიმართებაში საქართველომ სიფრთხილით უნდა იმოქმედოს, რადგან "ყველაზე დიდი ფინანსური კეთილდღეობა დღეს სქართველოში რუსეთიდან შემოდის".
”რა აუცილებელი იყო, ჩვენ მათთან ერთად უნისონში დაგვეჭირა მხარი სანქციებისთვის. რა მივიღეთ?- მივიღეთ ის, რომ რუსეთის დუმის დეპუტატების ერთმა ნაწილმა თქვა, რომ შეწყდეს ქართული მინერალური წყლების და ალკოჰოლური სასმელების შეტანა რუსეთში. ეს არის მილიონიანი ზარალი საქართველოსთვის, ეს არის ათასობით ქართველი, რომელიც უმუშევარი დარჩება, ეს არის ჩვენი ისედაც ძალიან მძიმე ფონის კიდევ უფრო დამძიმება. ძალიან კარგია, რომ ამ ფაქტს რუსეთში მეჭიაურის ვიზიტი დაემთხვა. იმიტომ, რომ მან, მიუხედავად საზაფხულო არდადეგებისა, მოახერხა შეხვედროდა დუმის იმ დეპუტაციას, რომელიც იქ ძალიან ავტორიტეტულია და გადასცა ქართველი ხალხის სურვილი, რომ ეს პროცესი შეჩერებულიყო და ეს პროცესი დღესდღეობით შეჩერდა. ანუ დიპლომატიას, დიპლომატიურ ურთიერთობებს და მოლაპარაკებას ყოველთვის ჰქონია აზრი, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ პრაქტიკულად ერთმა ჩასვლამ მოსკოვში გადაარჩინა ათასობით ქართველი უმუშევრობას. ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე დიდი ფინანსური კეთილდღეობა დღეს საქართველოში რუსეთიდან შემოდის, რადგან 1 200 000 ადამიანია საქართველოდან რუსეთში ემიგრაციაში წასული, და პირველი რუსეთია და მეორე ადგილზეა საბერძნეთი. შესაბამისად, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ როგორც საბერძნეთთან, ისე რუსეთთან განცხადებების გაკეთებისას და შევეცადოთ არ ჩავერიოთ იქ, სადაც არავინ არ გვთხოვს ჩარევას”, - განაცხადა ლალი მოროშკინამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.