ახლა, საქმე ისე მიდის, უნდა გამოვიდე ახალი ინიციატივითა და მოთხოვნით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ უფრო არ გააუარესოს საარჩევნო გარემო, - აღნიშნული განცხადება პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ბურჯანაძის შეფასებით, "საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ვერ მოხერხდა".
მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანებით, პოლიტიკური რეკლამის შესყიდვა ახლებურად რეგულირდება, რაც ბურჯანაძის განმარტებით, პოლიტიკურ პარტიებს უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს.
"ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები გამოდიოდნენ მოთხოვნით, რომ საარჩევნო გარემო გაუმჯობესებულიყო. სამწუხაროდ, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ვერ მოხერხდა. ახლა, საქმე ისე მიდის, უნდა გამოვიდე ახალი ინიციატივითა და მოთხოვნით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ უფრო არ გააუარესოს საარჩევნო გარემო. სამწუხაროდ, ახლა მინდა გესაუბროთ თემაზე, რომელიც უპრეცედენტოა და რომლის მაგალითი არათუ საქართველოში, არამედ არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, არ მეგულება. სამწუხაროდ, შევეჩეხეთ კედელს, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ 2016 წლის 5 მაისს, თავისი ახალი ბრძანებით ააგო. ამ ბრძანებით, მან პოლიტიკურ პარტიებსა და კომერციულ ორგანიზაციებს შორის წინასაარჩევნოდ განსაზღვრული ქმედებები სრულიად ახლებურად დაარეგულირა.
მეათე მუხლში ვკითხულობთ: პოლიტიკური რეკლამის შესყიდვა - ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, გაზეთი და გარე რეკლამა, უნდა განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორების წესით, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ამ ბრძანების ამოქმედებამდე, პოლიტიკურ პარტიებს კომერციულ ორგანიზაციებთან მოლაპარაკების გზით შეეძლოთ, გადაეწყვიტათ თანხის ნაწილობრივი გადახდის საკითხი - დღეს პოლიტიკური პარტიები პრაქტიკულად უმძიმეს მდგომარეობაში არიან. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ამ პროტესტს ყველა პოლიტიკური პარტია მხარს დაუჭერს. ეს ბრძანება უმძიმეს ვითარებაში გვაყენებს. პრაქტიკულად, გვერთმევა შესაძლებლობა, რომ დამატებითი სარეკლამო საშუალებები შევიძინოთ. საუბარია ელემენტარულად ბუკლეტებზე, ფლაერებზე. ეს ბრძანება არის დანაშაულებრივი. მე საგანგებო წერილი მივწერე პრემიერ-მინისტრსა და ლაშა თორდიას და მათგან პასუხს ველოდები. ასევე, საქმის კურსში ჩავაყენეთ დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები",- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.