სერგეი ლავროვი: 2008 წელს, ბუქარესტის NATO -ს სამიტზე გაცემულმა დაპირებამ სააკაშვილს თავი დააკარგვინა და მან ცხინვალის დაცხრილვის ბრძანება გასცა
22-07-2016, 08:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ 2008 წლის NATO–ს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის მიცემული დაპირება, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდებოდა, მიხეილ სააკაშვილისთვის "წამქეზებლური ფრაზა" აღმოჩნდა, რამაც მას 2008 წლის აგვისტოში ომი დააწყებინა. ამის შესახებ ლავროვმა რუსეთში ერთ–ერთ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

„2008 წელს, ბუქარესტში, ნატო-ს სამიტზე, ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, უნდა გაეგზავნოს თუ არა საქართველოსა და უკრაინას ოფიციალური მიწვევა ალიანსთან მიერთების პროგრამის დასაწყებად. ფორმალური, იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, მაგრამ ამის კომპენსირება მოახდინეს პოლიტიკური ფრაზით შემაჯამებელ დოკუმენტში - ნატო-ს ქვეყნები დარწმუნებული არიან, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ში იქნებიან. ეს ყველაფერი მოხდა 2008 წლის აპრილში, უკვე აგვისტოში კი ამ დაპირებამ სააკაშვილს თავი დააკარგვინა და მან ცხინვალის რუსი და ოსი მშვიდობისმყოფელების დაცხრილვის ბრძანება გასცა“, - განაცხადა ლავროვმა და დაამატა:

 

 

„ნატო-ს წამქეზებელმა ფრაზამ, რომ თბილისი ნატო-ში იქნება, ამ საქმეში თავისი როლი შეასრულა, ამაში დარწმუნებული ვარ“.

 

 

ლავროვის განცხადებით, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს სურს, საკუთარ რიგებში სულ უფრო მეტი ქვეყანა გააწევრიანოს და ისინი „რუსეთს მოსწყვიტოს“.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი