ქობულეთის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში სასოფლო გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ Guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
"დღეს შიდა სასოფლო გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარი კვირიკეს ადმინისტრაციულ ერთეულში დაიგო. მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში კვირიკეში ბეტონის საფარი 42 მიმართულებით 5 690 კვ.მ-ზე მოეწყობა. სამუშაოებს კომპანია „ჯ-ლაინი“ ახორციელებს. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” კვირიკეს ადმინისტრაციული ერთეულისთვის 117 629 ლარია გათვალისწინებული.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში სოფლებში ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით 1 490 696 ლარი დაიხარჯება. მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად პროგრამით სულ 103 ღონისძიება დაიგეგმა", – აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.