დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებამ დატოვოს ევროკავშირი, ეკონომიკური აქტივობის ისეთი "დრამატული გაუარესება" განაპირობა, რაც ფინანსური კრიზისის, 2009 წლის შემდეგ არ ყოფილა.
როგორც BBC იუწყება, კლებაა დაფიქსირებული როგორც გადამამაუშავებელ წარმოებაში, ისე მომსახურების სექტორში –ორივე, გამოშვებული პროდუქციის და შეკვეთების მხრივაც. მიუხედავად ამისა, ექსპორტმა პიკს მიაღწია, რასაც ხელი ფუნტის დასუსტებამ შეუწყო.
ანგარიშის შედგენისას ტრანსპორტის, ბიზნეს მომსახურების, კომპიუტერული და რესტორნების 650–ზე მეტი კომპანიიდან მოხდა მონაცემების აღება.
კომპანიებს ჰკითხეს: როგორია თქვენ კომპანიაში ბიზნეს აქტივობის დონე – უფრო მაღალი, იგივე თუ დაბალი – ერთი თვის წინანდელ პერიოდთან შედარებით?
მწარმოებლებს ასევე ჰკითხეს, მათმა პროდუქციამ იმატა თუ იკლო.
ანგარიში სწორედ ამ შეკითხვაზე მიღებული პასუხებიდან შედგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.