გერმანიაში, მიუნხენის მაღაზიების სავაჭრო ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრიან. ცენტრში პოლიციის ოპერაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ამ წუთებში BBC იუწყება. მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია.
გავრცელებული ცნობით, სავაჭრო ცენტრში ერთი თავდამსხმელი მოქმედებს. პოლიციის სპეცოპერაციაში ჩართული არიან ვერტმფრენები. ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები მაღაზიების დატოვებას ვერ ახერხებენ.
გაზეთ Muencher Abendzeitung-ის ცნობით, მოკლულია 15-მდე ადამიანი. პოლიცია კი ჯერჯერობით რამდენიმე ადამიანის სიკვდილს ადასტურებს.
გერმანიის შს მინისტრმა, თომას დე მაიზირმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ გერმანია მზად უნდა იყოს შემდგომი თავდასხმებისთვის, რომელსაც მცირე ჯგუფები და რადიკალიზებული "მარტოხელა მგლები" განახორციელებენ.
მინისტრმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც გერმანიის სამხრეთით, ვუერზბურგში სამგზავრო მატარებელში 17 წლის ავღანელმა ლტოლვილმა მგზავრებს დაზიანებები მიაყენა.
აღნიშნული ინციდენტისას 5 ადამიანი დაიჭრა, რომელთა შორისაც 2 კრიტიკულ მდგომარეობაშია. თავდამსხმელი, რომელიც გერმანიაში 2015 წელს თანმხლების გარეშე ჩავიდა, როგორც მიგრანტი და რომელსაც მატარებელში თავდახმისას დანა და ნაჯახი ეკავა, პოლიციის მიერ ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული.
ვიდეოში, რომელიც გავრცელდა, იგი აცხადებდა, რომ ის იყო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.