პოლიციამ დაადასტურა, რომ სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიაში" სწრაფი კვების რესტორან "მაკდონალდსის" სიახლოვეს მომხდარი თავდასხმისას 8 ადამიანია მოკლული, ხოლო 10-იდან 20-მდე დაშავებული. "სამწუხარო ახალი ამბავი: გარდაცვლილთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა", დაწერა მიუნხენის პოლიციამ "თვითერზე". თუმცა ამ განცხადების გავრცელებიდან მალევე, როგორც ბრიტანული "გარდიანი" გერმანიის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, გარდაცვლილთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, მაგრამ ჯერ უცნობია, არის თუ არა აღნიშნული მე-9 გარდაცვლილი პირი თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი.
როგორც გერმანული მედია წერს, პოლიცია ირწმუნება, რომ აღნიშნული პირი თავდამსხმელია, რომლის გვამიც "ოლიმპიას" სავაჭრო ცენტრიდან, სადაც თავდასხმა მოხდა, 1 კილომეტრშია ნაპოვნი. პოლიციამ სულ ცოტა ხნის წინათ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამ პირმა როგორც ჩანს თვითმკვლელობა ჩაიდინა. ისინი ახლა ამოწმებენ, არის თუ არა იგი ერთ-ერთი, თავდამსხმელთაგან.
"დოიჩე ველე" კი ცოტა ხნის წინათ იუწყებოდა, რომ მიუნხენის სავაჭრო ცენტრზე თავდამსხმელები, 3 შეიარაღებული პირი, გაქცეულები არიან. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ შეძლეს მათ გაქცევა.
მიუნხენის პოლიციის წარმომადგენლის მოადგილემ განაცხადა, რომ სიტუაცია გაურკვეველი რჩება. "ჩვენ ვდცდილობთ სიტუაცია კონტროლს დავუქვემდებაროთ. ჩვენ არ ვიცით სად არიან დამნაშავეები", განცხადა მან.
მიუნხენის პოლიციამ მდგომარეობა აღწერა, როგორც "საგანგებო ტერორისტული საფრთხე". მიუნხენში თავდამსხმელების ძებნის მასობრივი ოპერაცია მიმდინარეობს.
გერმანიის მთავრობამ ბერლინში კანცლერის კანცელარიაში მიუნხენის გარშემო უსაფრთხოების მიმდინარე ოპერაციასთან დაკავშირებით, კრიზისების საბჭოს სხდომა მოიწვია. პოლიციამ მოუწოდა მოქალაქეებს დაელოდონ ზუსტ ინფორმაციას და მოერიდონ დაუმტკიცებელი ჭორების გაცვლა-გამოცვლას. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი თომას დე მაიზიერი ნიუ იორკიდან, სადაც ის პარასკევს, ღამით, შვებულების გასატარებლად ჩავიდა, უკან ბრუნდება. იგი თვითმფრინავში იმყოფებოდა, როცა მიუნხენში თავდასხმა განხორციელდა.
გერმანიის შს მინისტრმა, თომას დე მაიზიერმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ გერმანია მზად უნდა იყოს შემდგომი თავდასხმებისთვის, რომელსაც მცირე ჯგუფები და რადიკალიზებული "მარტოხელა მგლები" განახორციელებენ.
მინისტრმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც გერმანიის სამხრეთით, ვუერზბურგში სამგზავრო მატარებელში 17 წლის ავღანელმა ლტოლვილმა მგზავრებს დაზიანებები მიაყენა.
აღნიშნული ინციდენტისას 5 ადამიანი დაიჭრა, რომელთა შორისაც 2 კრიტიკულ მდგომარეობაშია. თავდამსხმელი, რომელიც გერმანიაში 2015 წელს თანმხლების გარეშე ჩავიდა, როგორც მიგრანტი და რომელსაც მატარებელში თავდახმისას დანა და ნაჯახი ეკავა, პოლიციის მიერ ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული.
ვიდეოში, რომელიც გავრცელდა, იგი აცხადებდა, რომ ის იყო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.