ბორის ჯონსონი მიუნხენის თავდასხმაზე: თუკი ეს მორიგი ტერორისტული ინციდენტია, მაშინ ჩვენ მას უნდა ვებრძოლოთ როგორც წყაროს - იმ ადგილებში, სადაც ეს კიბო გამოიჩეკა
22-07-2016, 16:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მიუნხენის სავაჭრო ცენტრში განხორციელებულ თავდასხმას დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანი ბორის ჯონსონი ნიუ იორკიდან, გაეროს შტაბ-ბინიდან გამოეხმაურა.

 


"ყველა შოკირებული და დამწუხრებულია იმით, რაც მოხდა. ჩვენი ფიქრები მთლიან მსხვერპლთა, მათი ოჯახების, მიუნხენის მკვიდრთა და უფრო ფართოდ რომ ვთქვა, გერმანელი ხალხის გარშემო ტრიალებს.

 

 

თუკი ეს, როგორც ძალზე მოსალოდნელი ჩანს, მორიგი ტერორისტული ინციდენტია, მაშინ მე ვფიქრობ ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ახლა გვაქვს გლობალური მოვლენა და გლობალური სენი, რომელსაც ჩვენ ორივეს უნდა ვებრძოლოთ როგორც წყაროს - იმ ადგილებში, სადაც ეს კიბო გამოიჩეკა, ახლო აღმოსავლეთში და ასევე რა თქმა უნდა მსოფლიოს გარშემო", განაცხადა ბორის ჯონსონმა.

 

 

 

მიუნხენის პოლიციამ დაადასტურა, რომ სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიაში" სწრაფი კვების რესტორან "მაკდონალდსის" სიახლოვეს მომხდარი თავდასხმისას 8 ადამიანია მოკლული, ხოლო 10-იდან 20-მდე დაშავებული. "სამწუხარო ახალი ამბავი: გარდაცვლილთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა", დაწერა მიუნხენის პოლიციამ "თვითერზე".



მიუნხენის სავაჭრო ცენტრზე თავდამსხმელები, 3 შეიარაღებული პირი, გაქცეულები არიან. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ შეძლეს მათ გაქცევა.

 

 

მიუნხენის პოლიციის წარმომადგენლის მოადგილემ განაცხადა, რომ სიტუაცია გაურკვეველი რჩება. "ჩვენ ვდცდილობთ სიტუაცია კონტროლს დავუქვემდებაროთ. ჩვენ არ ვიცით სად არიან დამნაშავეები", განცხადა მან.


მიუნხენის პოლიციამ მდგომარეობა აღწერა, როგორც "საგანგებო ტერორისტული საფრთხე". მიუნხენში თავდამსხმელების ძებნის მასობრივი ოპერაცია მიმდინარეობს.

 

 

გერმანიის მთავრობამ ბერლინში კანცლერის კანცელარიაში მიუნხენის გარშემო უსაფრთხოების მიმდინარე ოპერაციასთან დაკავშირებით, კრიზისების საბჭოს სხდომა მოიწვია. პოლიციამ მოუწოდა მოქალაქეებს დაელოდონ ზუსტ ინფორმაციას და მოერიდონ დაუმტკიცებელი ჭორების გაცვლა-გამოცვლას. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი