გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შაბათს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს, განაცხადა მერკელის კანცელარიის მაღალი თანამდებობის პირმა პიტერ ალტმაიერმა.
როგორც მან ZDF-ის საზოგადოებრივ ტელევიზიას განუცხადა, „მუდმივად ხდება“ მერკელის ინფორმირება მოვლენების განვითარებაზე. „კაბინეტის მინისტრები ბერლინისკენ მიემგზავრებიან“, თქვა მან.
კანცლერისა და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალტმაიერის გარდა გერმანიის უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შედიან, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ალტმაიერმა განაცხადა, რომ საბჭო შეაგროვებს და შეაფასებს ხელმისაწვდომ ინფორმაციას.
„ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ამგვარად, ტერორს და არაადამიანურ ძალადობას გერმანიაში ადგილი არ ექნება, განაცხადა მან, რომლის ტექსტის ციტირებასაც სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.
„ჩვენი ფიქრები თავდასხმის მსხვერპლთა გარშემო ტრიალებს, მათ გარშემო, ვინც მათ უყვარდათ, და აგრეთვე პოლიციელების, რომლებიც იცავენ თავისუფლებას და უსაფრთხოებას“.
მერკელი თავისი შვებულების გასატარებლად ის-ის იყო ალპებში აპირებდა გამგზავრებას. მისი შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე შვებულებაში მყოფი - რომელიც მიუნხენში სროლების დაწყებისას ნიუ იორკის მიმართულებით მფრინავ ავიალაინერში იმყოფებოდა - ბერლინში ბრუნდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.