მიუნხენში გარდაცვლილთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა
22-07-2016, 18:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიაში" სწრაფი კვების რესტორან "მაკდონალდსის" სიახლოვეს მომხდარი თავდასხმისას 9ადამიანია მოკლული, ხოლო 10-მდე დაშავებული. თუმცა გარდაცვლილთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ დაზუსტებულა, არის თუ არა აღნიშნული მე-10 გარდაცვლილი პირი თავდამსხმელი.

 


როგორც გერმანული მედია წერს, პოლიცია ირწმუნება, რომ აღნიშნული პირი თავდამსხმელია, რომლის გვამიც "ოლიმპიას" სავაჭრო ცენტრიდან, სადაც თავდასხმა მოხდა, 1 კილომეტრშია ნაპოვნი. პოლიციამ სულ ცოტა ხნის წინათ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ეს პირი თავდასხმასთან იყო კავშირში, "მაღალი ალბათობით" მოქმედებდა მარტო და თვითმკვლელობა ჩაიდინა. მანამდე კი პოლიცია სამ თავდამსხმელს ეძებდა.

 

 

პოლიციაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი, რომლის ნომერია: +49(0)8007766350. 

 

 

როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, ყველაფერი კეთდება დაშავებულთა სიცოცხლის შესანარჩუნებლად. 

 


"დოიჩე ველე" თავდაპირველად, პოლიციაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ მიუნხენის სავაჭრო ცენტრს 3 შეიარაღებული პირი დაესხა და ისინი გაქცეულები იყვნენ. 

  

 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შაბათს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს, განაცხადა მერკელის კანცელარიის მაღალი თანამდებობის პირმა პიტერ ალტმაიერმა.

 


როგორც მან ZDF-ის საზოგადოებრივ ტელევიზიას განუცხადა, „მუდმივად ხდება“ მერკელის ინფორმირება მოვლენების განვითარებაზე. „კაბინეტის მინისტრები ბერლინისკენ მიემგზავრებიან“, თქვა მან.

 

 

კანცლერისა და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალტმაიერის გარდა გერმანიის უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შედიან, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ალტმაიერმა განაცხადა, რომ საბჭო შეაგროვებს და შეაფასებს ხელმისაწვდომ ინფორმაციას.

 


„ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ამგვარად, ტერორს და არაადამიანურ ძალადობას გერმანიაში ადგილი არ ექნება, განაცხადა მან, რომლის ტექსტის ციტირებასაც სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

 


„ჩვენი ფიქრები თავდასხმის მსხვერპლთა გარშემო ტრიალებს, მათ გარშემო, ვინც მათ უყვარდათ, და აგრეთვე პოლიციელების, რომლებიც იცავენ თავისუფლებას და უსაფრთხოებას“.

 


მერკელი თავისი შვებულების გასატარებლად ის-ის იყო ალპებში აპირებდა გამგზავრებას. მისი შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე შვებულებაში მყოფი - რომელიც მიუნხენში სროლების დაწყებისას ნიუ იორკის მიმართულებით მფრინავ ავიალაინერში იმყოფებოდა - ბერლინში ბრუნდება.

 


გერმანიის შს მინისტრმა, თომას დე მაიზიერმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ გერმანია მზად უნდა იყოს შემდგომი თავდასხმებისთვის, რომელსაც მცირე ჯგუფები და რადიკალიზებული "მარტოხელა მგლები" განახორციელებენ.

 

 

მინისტრმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც გერმანიის სამხრეთით, ვუერზბურგში სამგზავრო მატარებელში 17 წლის ავღანელმა ლტოლვილმა მგზავრებს დაზიანებები მიაყენა.

 

 

აღნიშნული ინციდენტისას 5 ადამიანი დაიჭრა, რომელთა შორისაც 2 კრიტიკულ მდგომარეობაშია. თავდამსხმელი, რომელიც გერმანიაში 2015 წელს თანმხლების გარეშე ჩავიდა, როგორც მიგრანტი და რომელსაც მატარებელში თავდახმისას დანა და ნაჯახი ეკავა, პოლიციის მიერ ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული.

 


ვიდეოში, რომელიც გავრცელდა, იგი აცხადებდა, რომ ის იყო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი